სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "სლოვანის" ვებგვერდი: "აეროპორტშივე გამოჩნდა, რომ ბათუმში ფეხბურთით ცხოვრობენ"

    "სლოვანის" ვებგვერდი: "აეროპორტშივე გამოჩნდა, რომ ბათუმში ფეხბურთით ცხოვრობენ"
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "სლოვან ბრატისლავა" უკვე თბილისში იმყოფება და ხვალ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს "დინამო ბათუმის" წინააღმდეგ გამართავს.

    როგორც სლოვაკური კლუბის ვებგვერდი წერს, აეროპორტშივე გამოჩნდა, რომ ადგილობრივები ფეხბურთით ცხოვრობენ.

    "სლოვანი" წერს, რომ რამდენიმე ქართველი გულშემატკივარი ბათუმის აეროპორტში საქართველოს ნაკრების ფორმებით მივიდა და ისინი თბილად დახვდნენ, როგორც გურამ კაშიას, ჯაბა კანკავასა და გიორგი ჩაკვეტაძეს, ისე ვლადიმირ ვაისს, რომელიც საქართველოს ნაკრებს 4 წელი წვრთნიდა.