ვფიქრობ, რომ საქართველომ ითამაშა და თამაშობს ძალიან მიუკერძოებელ, ნეიტრალურ პოზიციასა და როლს სტაბილურობისა და მშვიდობის გასაძლიერებლად ჩვენს რეგიონში, – ამის შესახე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კიშინეუში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტის დაწყების წინ განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილს სამიტის დაწყებამდე კითხვა დაუსვეს აზერბაიჯანსა და სომხეთ შორის მოლაპარაკებებისა და რეგიონში უსაფრთხოების შესახებ.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოს არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს ორივე ქვეყანასთან, აზერბაიჯანსა და სომხეთთანაც, საქართველოს ფაქტორმა ითამაშა ძალიან მნიშვნელოვანი როლი.
„ვფიქრობ, პირველი წარმატებული მედიაცია ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ, 2021 წელს. ასე, რომ მხარს ვუჭერთ მშვიდობიან მოლაპარაკებებს, რომელიც გაიმართა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და მჯერა, ეს არის საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის, ასევე სრული რეგიონის ინტერესებში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.