სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “ხვიჩას ოჯახმა ასე მიმასპინძლა“ - ნონა გაფრინდაშვილის და ხვიჩა კვარაცხელიას შეხვედრის დეტალები

    “ხვიჩას ოჯახმა ასე მიმასპინძლა“ - ნონა გაფრინდაშვილის და ხვიჩა კვარაცხელიას შეხვედრის დეტალები
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ლეგენდარული მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ, ნეაპოლში ჩავიდა და ქართველ ფეხბურთელს იტალიის ჩემპიონობა პირადად მიულოცა.

    შეხვედრის დეტალებს ჟურნალ „სარკეს“ ჟურნალისტი დარეჯან კვარაცხელია უამბობს:

    „მისი მშობლებიც ნეაპოლში ცხოვრობენ ახლა. მასპინძელი ხვიჩას ოჯახი იყო. ნონამ ზეპირად იცის ყველა მსოფლიო ჩემპიონატის ამბავი, ფინალის მონაწილეები, სახელები და გვარები, ვინ გაიტანა გოლი, ვინ ითამაშა ფრე, სასწაული ქალია!

    სასტუმროში რომ დავბრუნდით, ვუთხარი, ახლა უნდა მითხრათ, როგორი იყო ნეაპოლის სტადიონზე მატჩის ყურება-მეთქი. ყველაფერს დეტალებში განიხილავდა.

    შეხვედრა მეორე დღეს შედგა. გეგონებოდათ, ასი წელია, ერთმანეთს იცნობენო. ნონას იქ ჩასვლა და გულშემატკივრობა უდიდესი სტიმული იყო. ხვიჩამ მოუტანა და ნონას აჩუქა ის მაისური, მისი გუნდის ფოტო რომაა დატანილი, ჩემპიონები რომ გახდნენ“.