სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რა მიაჩნია გურამ კაშიას კარიერის “შავ ლაქად”

    რა მიაჩნია გურამ კაშიას  კარიერის “შავ ლაქად”
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ვიცე კა­პი­ტა­ნი, გუ­რამ კა­შია ამ­ჟა­მად ბრა­ტის­ლა­ვას "სლო­ვა­ნის" ღირ­სე­ბას იცავს. კლუბ­მა ქარ­თველ ფეხ­ბურ­თელ­თან ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც მან ბავ­შვო­ბა გა­იხ­სე­ნა, ისა­უბ­რა ოჯახ­ზე, კა­რი­ე­რა­ზე და ისიც გა­ამ­ხი­ლა თუ რა მი­აჩ­ნია კა­რი­ე­რის "შავ ლა­ქად."

    რა მიაჩნია გურამ კაშიას  კარიერის “შავ ლაქად”


    - თქვენ სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლაქ თბი­ლის­ში გა­ი­ზარ­დეთ, სა­დაც ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი გუნ­დი "დი­ნა­მოა". რო­გორ და რო­დის გა­დად­გით პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი ფეხ­ბურთში?

    - მყავს ძმა და ბა­ბუა, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" დიდი ქო­მა­გია. მა­მა­ჩე­მი რაგ­ბის თა­მა­შობ­და. რო­დე­საც ჩემს ძმას 9 წელი შე­უს­რულ­და, მა­მას სთხო­ვა, რომ ფეხ­ბურ­თის სინ­ჯებ­ზე მი­ეყ­ვა­ნა. პა­ტა­რა­ო­ბა­ში ვერ ვხვდე­ბო­დი, თუ რა­ტომ გა­დი­ო­და ის ხში­რად სახ­ლი­დან, მე ჯერ პა­ტა­რა ვი­ყა­ვი და ჩემი მშო­ბე­ლი არ იყო დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იმა­ში, რომ მეც შევ­ძლებ­დი თა­მაშს, თუმ­ცა ვი­პო­ვეთ გუნ­დი, სა­დაც მხო­ლოდ ჯინ­სი­თა და სას­კო­ლო მა­ი­სუ­რით ვი­თა­მა­შე. მა­შინ­ვე მივ­ხვდი, რომ ძა­ლი­ან შე­მიყ­ვარ­და სპორ­ტის ეს სა­ხე­ო­ბა, ჩემი ინ­სპი­რა­ცია კი ძმა იყო, მისი ყო­ველ­თვის მად­ლი­ე­რი ვარ.

    - რო­დის მოჰ­კი­დეთ სე­რი­ო­ზუ­ლად ხელი ფეხ­ბურთს?

    - თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" აკა­დე­მი­ა­ში, სა­დაც ამირ­ჩი­ეს, მახ­სოვს, ასო­ბით ქარ­თვე­ლი ბავ­შვი იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. მი­მიწ­ვი­ეს ერ­თკვი­რი­ან სინ­ჯებ­ზე, შემ­დეგ კი პირ­ვე­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი კონ­ტრაქ­ტი შე­მომ­თა­ვა­ზეს. თავ­და­პირ­ვე­ლად 16-წლამ­დელ­თა გუნდში გა­მოვ­დი­ო­დი, 16 წლის ასაკ­ში კი უკვე სა­რეზ­ვერ­ვო გუნდში აღ­მოვ­ჩნდი, რაც კა­რი­ე­რუ­ლად დიდი ნახ­ტო­მი იყო. ჩემ გვერ­დით იყო ჩემი ძმაც, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბო­და. 19 წლის ასაკ­ში კი უკვე პირ­ველ გუნდთან ერ­თად სა­დე­ბი­უ­ტო შეხ­ვედ­რა ჩა­ვა­ტა­რე. ნელ-ნელა მო­ვი­პო­ვე ად­გი­ლი ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბა­შიც.

    - შე­ერ­კი­ნეთ თუ არა არ­ჩე­ვანს ფეხ­ბურ­თსა და გა­ნათ­ლე­ბას შო­რის, თუ თა­ვი­დან­ვე ნა­თე­ლი იყო, რომ სპორ­ტის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­ხე­ო­ბა გა­ი­მარ­ჯვებ­და?

    - სკო­ლა­ში კარ­გად არ ვსწავ­ლობ­დი. მა­შინ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა საბ­ჭო­ურ პრინ­ცი­პებს ით­ვა­ლის­წი­ნებ­და, მე­ზი­ზღე­ბო­და სკო­ლა­ში მის­ვლა. ამი­ტომ ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლის გა­ნათ­ლე­ბა­ში მე და ჩემი მე­უღ­ლე დიდ ინ­ვეს­ტი­ცი­ას ვდებთ. არ­ჩე­ვა­ნიც არ მქონ­და, რად­გან კარ­გი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბით არ გა­მო­ვირ­ჩე­ო­დი, სპორ­ტი უპ­რობ­ლე­მოდ ავირ­ჩიე. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ცოტა მრცხვე­ნია, რომ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა არ მაქვს, თუმ­ცა ახლა სპორ­ტის მე­ნე­ჯმენ­ტის სწავ­ლა და­ვი­წყე და ნელ-ნელა ვცდი­ლობ, სა­კუ­თა­რი თავი ყო­ველ­მხრივ გან­ვა­ვი­თა­რო. ეს იქ­ნე­ბა ჩემი გზა კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ.

    - თა­ვი­დან­ვე დაც­ვის ცენ­ტრში თა­მა­შობ­დით?

    - ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში ხში­რად მარ­ჯვე­ნა მცვე­ლად ვთა­მა­შობ­დი, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე კარ­გად თავს შუა მცვე­ლად ვგრძნობ. შე­მიძ­ლია თა­მა­შის წა­კი­თხვა, ვგრძნობ შეხ­ვედ­რას, გუნდს ვა­ორ­გა­ნი­ზებ. ჩემი სის­წრა­ფი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლა პო­ზი­ცი­ა­ზე ერ­თნა­ი­რად კარ­გად ვერ ვი­თა­მა­შებ­დი (იცი­ნის). რაც ჩა­მოვ­თვა­ლე, ჩემი თვი­სე­ბე­ბია. ბავ­შვო­ბა­ში შემ­ტე­ვად თა­მა­ში მი­ზი­დავ­და. ჩემი ბა­ბუა თი­თო­ე­ულ გა­ტა­ნილ გოლ­ში 25 თეთ­რს მაძ­ლევ­და, რაც იმის მო­ტი­ვა­ცი­ას მაძ­ლევ­და, რომ ახა­ლი ბუ­ცე­ბი უკვე ჩე­მით მე­ყი­და. მი­თა­მა­შია ლი­ბე­როდ, რად­გან ყვე­ლა­ზე ჭკვი­ა­ნი ვი­ყა­ვი, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე ნე­ლიც.

    - გახსოვთ თბილისური გუნდის შემადგენლობაში დებიუტი? 2007/08 წლებში თქვენ გუნდის ჩემპიონობაში საკუთარი წვლილი შეიტანეთ...
    - 2 წლის განმავლობაში შევძელი ძირითადი ფეხბურთელი და კაპიტანი გავმხდარიყავი. სასაცილო ფაქტია, რომ ჩემი უფროსი ძმის გუნდში კაპიტანი ვიყავი (ერთად თამაშობდნენ იმდროინდელ "დინამოში"). მწვრთნელებში ძალიან გამიმართლა, ძალიან მოვწონდი, სხვა გუნდიდან მთავარში აღზევების საშუალება და მოედანზე საკუთარი თავის წარმოჩენის შესაძლებლობა მომცეს. მთელ დროს ფეხბურთს ვუთმობდი, წარმატების სურვილი არ მასვენებდა. მაშინ გავიაზრე, რომ კარგი კარიერა გამომივიდოდა. 22 წლის ასაკში ეროვნულ ნაკრებში დებიუტი მქონდა, ამის შემდეგ ევროპის კარი გამეხსნა. "დინამოში" თამაში იგივეა, როგორც სლოვაკეთში "სლოვანში" ასპარეზობა. შენ ქვეყნის დიდებულ გუნდში გამოდიხარ, ამიტომ მედია და საზოგადოება ყოველთვის ყურადღებით გაკვირდება. 3 გოლითაც რომ მოიგო, მაინც უკმარისობის გრძნობა გრჩება.

    - როგორი გრძნობა იყო კაპიტნობა, სხვა ფეხბურთელების უფროსობა, მათ შორის, საკუთარი ძმისაც კი?
    - სახალისოა. ერთსა და იმავე პოზიციაზე ვთამაშობდით. მატჩის მიმდინარეობისას, თუ ერთად ვთამაშობდით, ვუყვიროდი კიდევაც (იცინის). ჩვენ სხვადასხვა ტიპაჟი ვართ. ჩემგან ენერგია მოდის, რომ სხვები ავიყოლია, ჩემი დედმამიშვილი კი პირიქით - წყნარია. ბევრს ვკამათობდით სიმშვიდესა და სიწყნარეზე. ბავშვობაში ეზოში ფეხბურთს ყოველთვის საპირისპირო გუნდში ვთამაშობდით, ერთად არასდროს... ორივე გამარჯვებულის მენტალიტეტით ვიყავით დაჯილდოებული და წაგება გვეზიზღებოდა. ოჯახური კამათის მიზეზიც ეს იყო, რომ რომელიღაც მოიგო და რომელიღაცამ წააგო. ახლა ეს ყველაფერი ტკბილად მახსენდება. დედა და ბებია ჩემს ახალგაზრდულ მატჩებს ესწრებოდნენ, როდესაც ბავშვი ვიყავი. ამ ყველაფერთან შეგუება ძალიან მიჭირდა, ძალიან მინდოდა შეცდომა არ დამეშვა და მათთვის იმედები არ გამეცრუებინა, თუმცა ამ ყველაფერმა საბოლოოდ ჩემი ამჟამინდელი პიროვნება ჩამოაყალიბა. ნებისმიერ სიტუაციაში ვაფასებ ჩემს ძმასთან ურთიერთობას, მან პირველმა დამაყენა გზაზე და მისი მადლიერი ვარ. დღეს უფრო კარგად ვხვდები, თუ რაოდენ საოცარია, იყო ფეხბურთელი.

    - საქართველოში ფეხბურთი ნომერ პირველი სპორტია?
    - დიახ, მიუხედავად იმისა, რომ რაგბისა და კალათბურთში უფრო დიდ წარმატებას მივაღწიეთ. ასევე ვასპარეზობთ ძიუდოსა და ჭიდაობაშიც.


    - 2010 წელს ნიდერლანდებში, კერძოდ, არნემის "ვიტესში" გადახვედით. შეგიძლიათ დეტალებზე გვესაუბროთ?
    - "დინამოსთან" კონტრაქტი ამომეწურა. ახალი კი შემომთავაზეს, თუმცა უარი ვუთხარი, რადგან უცხოეთში წასვლა მინდოდა. ლიგის საუკეთესო მცველადაც დასახელებული ვიყავი. ეს მაქსიმუმი იყო. როცა 22-23 წლის ხარ, კომფორტის ზონიდან უნდა გამოხვიდე. ჩემთვის ეს ნიდერლანდებში წასვლა იყო, სადაც ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები მექნებოდა. "ვიტესში" თავდაპირველად ხელი 10-თვიან კონტრაქტს მოვაწერე. მოგეხსენებათ, გუნდი ქართველს ეკუთვნოდა და შანსიც მომცა. საბოლოოდ, იქ 9 ლამაზი წელი ვითამაშე.

    - რამდენად სწრაფად ადაპტირდით ახალ კლუბთან და ქვეყანასთან?
    - ფაქტობრივად, ჩამოსვლის შემდეგ რეგულარულად დავიწყე თამაში. თავიდან - მარჯვენა მცველად, 1 წლის შემდეგ უკვე კაპიტანი გავხდი. მაშინ ინგლისურიც არ ვიცოდი კარგად, თუმცა ჩემი მენტალური და ლიდერული თვისებები ყველაფერს წონიდა... მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გავხდი და გულშემატკივრებსაც მოვწონდი. ჩემს სახელს სკანდირებდნენ, რაც დამატებით მოტივაციას მაძლევდა, რომ მოედანზე ყველაფერი დამეტოვებინა და მათთვის საუკეთესო შედეგი მომეტანა. ნელ-ნელა წარმატებით ავთამაშდით და ევროპულ ტურნირებზეც გავედით. სამწუხაროდ, საქართველოდან რთულია პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე მონაწილეობა მიიღო. მინდა აქედან მადლობა გადავუხადო მათ, ვინც გვერდით მედგა.

    - იშვიათია, გუნდის გულშემატკივრებმა სხვა ქვეყნიდან ჩასული ფეხბურთელი ასე სწრაფად შეიყვარონ, 1 წლის შემდეგ კი კაპიტნის სამკლავური მოგცენ. რა თქმა უნდა, პასუხი რთული იქნება, თუმცა მაინც - რამ განაპირობა "ვიტესში" თქვენი ასეთი ძლიერი პოზიცია?
    - ვფიქრობ, გულშემატკივრებს შეუძლიათ დიდი ენტუზიაზმით მოთამაშე ფეხბურთელებს გაუგონ. გუნდის მიმართ ერთგული ვიყავი. მქონდა სხვა წამყვანი ევროპული ლიგიდან შემოთავაზებები, თუმცა არ წავედი. ყოველ შეხვედრაში ჩემს მაქსიმუმს ვდებდი. ზოგჯერ ამას კარგი შედეგი მოჰქონდა, ზოგჯერაც - ცუდი, თუმცა ყოველთვის ვცდილობდი, არასდროს დამეზოგა თავი. მაშინ საკუთარ თავსაც ვკითხე, თუ როგორ გავაკეთე ეს, თუმცა ცალსახა პასუხი ვერ გავეცი... ქუჩაში და მოედანზე გულშემატკივრებისგან დიდ სიყვარულს ვგრძნობდი. "ვიტესში" ბევრი გოლი გავიტანე. ამ ყველაფერში ხალხისგან წამოსული ენერგია მეხმარებოდა.

    - ინგლისურის ცუდად ცოდნა ნიდერლანდებში ჩასვლისას პრობლემას არ გიქმნიდათ? მაგალითად, როდესაც კაპიტანი ხარ და მედიის წინ რომ უნდა წარდგე?
    - ჩემი ჩამოსვლის მომენტში ინგლისური ენის ცოდნას 10-ბალიანი სისტემიდან 2-ით შევაფასებდი. 3 თვის განმავლობაში დღეში 4-5 საათს ვუთმობდი შესწავლას, რადგან კაპიტანმა ინტერვიუ პირდაპირ ეთერში უნდა მისცეს. ვგრძნობდი პასუხისმგებლობას, რომ უნდა მესწავლა უცხო ენა, რათა კომუნიკაცია შემძლებოდა. ახლა საუბარი ჰოლანდიურ ენაზეც კარგად გამომდის.

    - 2016/17 წლების სეზონში ნიდერლანდების თასი მოიგეთ. რა ემოცია დაგიტოვათ ამ წარმატებამ?
    - "ვიტესის" ისტორია 130 წელიწადს ითვლის, თუმცა 2017 წლამდე ტიტული მოგებული არ ჰქონდათ. ამის მიუხედავად, მაინც დიდი გუნდი იყო. ფინალის გზაზე "ფეიენოორდი" (2:0) დავამარცხეთ, გოლიც გავიტანე იმ შეხვედრაში. როდესაც მსგავსი კალიბრის მოწინააღმდეგეს ამარცხებ და მომდევნო ეტაპზე გადიხარ, თვითრწმენა გემატება. "ალკმაართან" ფინალის წინ მთელი ღამე ვერ ვიძინებდი, ძალიან ვნერვიულობდი, ქომაგების მხრიდან დიდ წნეხს ვგრძნობდი. წარმოიდგინეთ, 125 წელია გუნდს ტიტული არ მოუგია და ახლა 1 ნაბიჯში ხარ ამასთან.

    მახსოვს, ფინალში კარგად ვითამაშე და 2:0 გავიმარჯვეთ, თუმცა შეხვედრით ვერ ვისიამოვნე, რადგან ჩემზე ძალიან დიდი წნეხი იყო. საფინალო სასტვენის შემდეგ უფრო მეტად ამოვისუნთქეთ, ვიდრე გავიხარეთ, რადგან 7-წლიანი მუშაობის შემდეგ, როგორც იქნა, შედეგს მივაღწიეთ. ვიცოდი, რომ ჩემი მისია შევასრულე. რთულია მსგავსი მოტივაციის მოძებნა. გუნდში კიდევ ერთ წელს დავრჩი, ევროპის ერთ-ერთი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოვიპოვეთ, შემდეგ კი ამერიკისკენ გავეშურე...

    რამდენად რთული იყო 2018 წელს "ვიტესთან" დამშვიდობება (293 მატჩი გამართა და 24 გოლი გაიტანა)?
    - გულშემატკივარმა და კლუბმა ყველაფერი კარგად გაიგეს და მადლობა გადამიხადეს იმ პერიოდისთვის, რაც ერთად გამოვიარეთ. ძალიან სასიამოვნოდ დამემშვიდობნენ. რა თქმა უნდა, ასეთ დროს ემოციებმა გადამძლია და ამეტირა... მაგრამ წასვლის დრო იყო. ვერც კი წარმოიდგენთ, თუ როგორია 9 წელი ერთ კლუბში იყო და მთელი ამ დროის განმავლობაში 1-ლი ფეხბურთელის ფუნქციას ასრულებდე. როცა ხალხი მოედანს გარეთ მხვდებოდა, მეკითხებოდნენ, თუ რატომ წავაგეთ, რა იყო ამის მიზეზი და ა.შ. კაპიტანმა კი პასუხი ყოველთვის იცოდა. მთელი 9 წლის განმავლობაში ერთგული იყავი, სხვა უკეთესი ლიგიდან შემოთავაზებებზე უარი ვთქვი, წარმოდგენაც არ მინდოდა, რომ ჩემი თავი სხვა ნიდერლანდური გუნდის მაისურით წარმომედგინა. ამას, როგორც ღალატად, ისე ჩათვლიდნენ. ამავდროულად, არ ვფიქრობდი ფულის გამო სხვაგან წასვლაზე. ოცნება მქონდა, რომ პრემიერლიგაში მეთამაშა, თუმცა იქიდან შემოთავაზება არ მომსვლია. "ვიტესში" ლეგენდას მეძახდნენ. უზომოდ ბედნიერი ვარ იმ ლამაზი პერიოდისთვის.

    - როგორი იყო ნიდერლანდებში ცხოვრება?
    - შემეფერება, მირჩევნია უფრო პატარა ქალაქში ცხოვრება. არნემში მშვენივრად მოვეწყვე, ფეხბურთზეც ვკონცენტრირდი, თავისუფალ დროს დღესაც მიყვარს იქ ჩასვლა და მეგობრებთან ერთად ჩემს საყვარელ კაფეში წასვლა. იქ ბევრი ამხანაგი დავტოვე, დროდადრო ჩასვლა კი სასიამოვნოა.

    - შესაძლებელია, რომ აქტიური კარიერის დასრულების შემდეგ ნიდერლანდებში დაბრუნდე?
    - "ვიტესთან" ბოლო კონტრაქტის მიხედვით, კლუბში 5 წელი პლუს სამუშაო ადგილი მქონდა გარანტირებული. ვფიქრობ, ხელშეკრულება ისევ ძალაშია. ვფიქრობ, კარიერის დასრულების შემდეგ არნემულ გუნდს შევუერთდები და მოედნის გარეთ დავეხმარები, მაგალითად, სკაუტი, მწვრთნელი ან სხვა, მაგალითად, ორგანიზატორი. თუ ყველაფერი გამოვა, მოხარული ვიქნები.

    - ერედივიზიონი ცნობილია შეტევითი სტილით. რას მოითხოვს მცველებისგან?
    - ბურთთან კარგად უნდა იყო. ნიდერლანდებში შეტევა მცველებისგან დაახლოებით 20 გადაცემის შემდეგ იწყება. ვცდილობდი, რომ მთელი ძალით მეთამაშა; ამავდროულად, უფრო მარტივადაც.

    - 2018 წელს "სან ხოსეში" გაემგზავრეთ, რომელიც MLS-ში გამოდის. რატომ გადაწყვიტეთ იქ გადაბარგება?
    - 90-იან წლებში ქართველებს ამერიკაში ცხოვრება სურდათ, ამერიკული ოცნება ავიხდინე... მინდოდა ახალ სამყაროსა და კულტურას გავცნობოდი. გასაკვირია, რომ ფეხბურთის ტემპითა და სისწრაფით ნიდერლანდურ ლიგაზე წინ იყვნენ. ზოგადად უნდა ითქვას, რომ ფეხბურთი პოპულარობის მიხედვით ჰოკეის, კალათბურთის, ბეისბოლისა და ამერიკული ფეხბურთის შემდეგ მოდიოდა. მიუხედავად ამისა, MLS-ის მარკეტინგი მაინც კარგად მუშაობდა. ამერიკულ ტელევიზიაში 24 საათი სპორტული გადაცემებია. განსხვავებით საქართველოსგან, სადაც პირველ, მეორე და მესამე ადგილებს პოლიტიკა იკავებს, აქ პირველ პოზიციას სპორტული აქტივობა იჭერს. ზოგადად პოლიტიკა მძულს. ამერიკაში გულშემატკივრებით სავსე მოედანი გამოვცადე. როგორც ვიცი, 2026 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარებას იქ აპირებენ, რაც მეტწილად ფეხბურთისადმი ცნობადობას გაზრდის.

    - როგორი იყო მზიან სან-ხოსეში ცხოვრება?
    - კალიფორნიაში, საკუთარი ოცნების ქალაქში ვცხოვრობდი. მიყვარს მზიანი ამინდი. იქ ცხოვრება ცოტა ძვირია, თუმცა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის დიდებული იყო. სამწუხაროა, რომ ბოლო წელს პანდემიის პერიოდში ვერსად გავდიოდი, სხვადასხვა შტატში ვმოგზაურობდი. მოვინახულე თეთრი სახლი, მეხუთე ავენიუ და მანჰეტენი; მივირთვი დალასური სტეიკი... ბევრი კარგი მომენტის გახსენება შემიძლია.

    - თქვენი მატჩების გრაფიკი ჰოკეის გრაფიკს თუ ჰგავდა? ისინი ხშირად გასვლითი შეხვედრების ტურნეს აწყობენ...
    - დიახ, აღმოსავლეთ სანაპიროზე 2-3 შეხვედრას ვმართავდით, შემდეგ კანადაში 10 დღით მივდიოდით. ფრენები დიდ დროს მოითხოვდა, თუმცა მეტწილად ეროვნული ნაკრების შეკრებებზე იყო ეს დამოკიდებული. მაგალითად, კვირას საქართველოში ჩავფრინდი, უკვე ოთხშაბათს კი მატჩი ჩავატარე. რა თქმა უნდა, რთულია ადაპტაცია. როდესაც ჩამოვდიოდი სპეციალურ აპლიკაციას ვხმარობდი, თუ როდის დამელია ყავა, დამეძინა, რათა დროში არსებული სხვაობა ჩემს ორგანიზმზე არ ასახულიყო, მიუხედავად ყველაფრისა, ამერიკაში გატარებულ ორ-ნახევარ წელიწადს ერთი წამითაც არ ვნანობ, ის დიდებული პერიოდი იყო.

    - ხშირად MLS-ში მოთამაშე ფეხბურთელები ეროვნულ ნაკრებში თამაშს ვერ ახერხებენ, რადგან მგზავრობა დიდ დროს გრძელდება...
    - ჩემს შემთხვევაში ეს ყველაფერი ასე არ ყოფილა. როდესაც ვლადიმერ ვაისს განაცხადში შევუყვანივარ, უარი არასდროს მითქვამს. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენ ხანს გრძელდება ფრენა, ეროვნული ნაკრები ჩემთვის ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.

    - ნაკრებში მალე 100-მატჩიან ზღვარს გადალახავთ...
    - დიახ, უკვე 92 შეხვედრა გავმართე. 8 შეხვედრაც და ქართული ფეხბურთის ლეგენდა გავხდები. უკვე იმ "კლუბშია" ჯაბა ჯანჯავა, რომელმაც 100 შეხვედრა ჩაატარა. მჯერა, რომ შევძლებ ჩავატარო 100 მატჩი ნაკრებში. ჩემი ოჯახი ჩემით იამაყებს. რა თქმა უნდა, მეც...

    - "სლოვანში" ჯაბასთან ერთად თამაშობთ, ეროვნულ ნაკრებშიც ერთად გამოდიოდით, მოედნის მიღმაც ახლოს ხართ, თუმცა, მგონი, ცოტათი განსხვავდებით...
    - მე და ჯაბა ახლოს ვმეგობრობთ, როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, "სლოვანშიც" ერთად გამოვდივართ. ერთნაირი მენტალიტეტი გვაქვს, რის გამოც ნაკრებში თაობათა ცვლას გადავურჩით. ეროვნულ გუნდში მე 12 წელია ვთამაშობ, ჯაბა კი 15 წელიწადი თამაშობდა. ჩვენ ჩვენი გუნდისთვის საუკეთესო გვინდა. ის ხშირად წყნარად ყოფნას ამჯობინებს, მე კი, პირიქით, ინიციატორი ვარ უფრო მეტად გართობის. ალბათ, ამანაც იმუშავა კარგად, რადგან ჩვენ ზუსტად ერთნაირები არ ვართ.

    - როგორ მოღვაწეობთ გუნდში, სადაც ჯაბა კაპიტანი იყო, თქვენ კი ვიცე-კაპიტანი?
    - ორივე კაპიტნები ვიყავით, ჯაბა ნომერ პირველი იყო, მით უმეტეს, უფროსი იყო, მე კი მას, რა თქმა უნდა, დიდ პატივს ვცემდი. როდესაც ნაკრები წავაგებდით, რაც სამწუხაროდ, ხშირადაა ხოლმე, კამერების წინ მე გავდიოდი, რადგან ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ჩვენ გუნდს წარმატებისკენ ერთად მივუძღვოდით, ის პირველი იყო, მე კი - მეორე.

    - საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ვლადიმერ ვაისს შეხვდით, მისი მეთაურობით თქვენი ქვეყანა ისტორიულ წარმატებასთან, ევროპის ჩემპიონატზე გასვლასთან ასე ახლოს იყო, თუმცა ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდით...
    - ვლადიმერ ვაისმა ჩემს პოზიციაზე პირველმა დამაყენა. ის მოედანზე და მის მიღმა კარგი ადამიანია, ჩვენ ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვართ. მისი თაოსნობით დიდი ხანი წაუგებელი სერია გვქონდა, ერთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპი მოვიგეთ, გულშემატკივრები ფეხბურთს დავუბრუნეთ. ჩრდილოეთ მაკედონიასთან კი ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გვაკლდა... ასეთი მატჩებისთვის განსაკუთრებით დასანანია მსგავსი კალიბრის სპორტსმენების არყოლა... ჩემს კარიერაში ეს შავი ლაქაა... მოედანზე გულშემატკივარი არ დაუშვეს, თუმცა პოლიტიკური მიზნით რამდენიმეათასიანი აქციები იმართებოდა. მხარდაჭერა გვაკლდა... თუმცა ამ ყველაფერმა ჩაიარა, მოდი, მომავლისკენ ვიყუროთ.

    - როგორ მოხვდით "სლოვანში"?
    - მე და ვაისი ერთმანეთს ხშირად ვეხმიანებოდით. 2021 წლის მარტის თვეში ესპანეთთან 1:2 დავმარცხით. მეორე გოლი ბოლო წუთზე გავუშვი. ვლადიმერმა ამ შეხვედრას უყურა და შემაქო. თავისუფალი აგენტი ვიყავი და თუ უკვე ვეტერანი მცველი დასჭირდებოდა, გაეგებინებინა. მოგვიანებით ახლანდელი პოსტი დაიკავა და დამირეკა. არც მიყოყმანია, ისე გადმოვედი. ასევე - ჯაბაც...

    - თქვენი გამოცდილების ფეხბურთელს თავის დამკვიდრება არ გაუჭირდებოდა...
    - თავიდანვე თავს კარგად ვგრძნობდი, ამ ასაკში ადაპტაცია რთული აღარაა. ვიცი, სად რა და როგორ უნდა ვთქვა. ბრატისლავაში ცხოვრება მშვენიერია. რაღაცით თბილისსაც წააგავს, ნებისმიერ ადგილზე მისვლა მარტივია, საცხოვრებლად მშვენიერი ადგილია, მშვიდი და წყნარი ქალაქი თბილი მცხოვრებლებით.

    - ბრატისლავაში ოჯახთან ერთად ცხოვრობთ?
    - გარკვეული პერიოდის განმავლობაში მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად ვცხოვრობდი, სექტემბერში კი ჩემს გოგონას საქართველოში სკოლა დაეწყო. უკვე 5 სასწავლებელი გამოიცვალა და აღარ გვინდა, სხვაგან გადავიყვანოთ. საქართველოში ძალიან კარგი სკოლა ავურჩიეთ და იქ სწავლობს დღეს. 8 წლისაა და მასწავლებელს სამუშაო აპლიკაცია (job application) გადაუგზავნა. მასწავლებელმა მეილზე მოგვწერა, რომ არ სჯეროდა, რომ მან გააკეთა ეს... ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი მომენტი იყო. ძალიან მიყვარს ჩემი ოჯახი...

    მომზადებულია skslovan-ის მიხედვით