სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ტოპ ხუთი ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში ხვიჩა კვარაცხელია დაასახელდა

    ტოპ ხუთი ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში ხვიჩა კვარაცხელია დაასახელდა
    1 წლის და 11 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    პოპულარულმა გამოცემამ, goal.com-მა მსოფლიოს ტოპ ხუთი ლიგის 23-წლამდელი მოთამაშეების სეზონის სიმბოლურ ნაკრებში ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა.

    ამოცემამ საუკეთესო ფეხბურთელები ბოლო ათი თვის შედეგებით შეარჩია. მნიშვნელოვანი დეტალია, რომ Goal.com-მა „ნაპოლის“ ქართველი მარცხენაფლანგელის გამო, სეზონის სიმბოლურ გუნდში ბრაზილიის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი, ვინისიუს ჯუნიორი არ შეიყვანა.

    "ვინისიუს ჯუნიორი და გაბრიელ მარტინელი მარცხენა ფლანგზე დასახელების სერიოზული კანდიდატები იყვნენ, მაგრამ 2022-23 წლების ევროპული სეზონის აღმოჩენის უყურადღებოდ დატოვება შეუძლებელი იყო.

    ხვიჩა კვარაცხელიას დიდი წარმატებები ჰქონდა. ის მხოლოდ 10 მილიონ ევროდ შეიძინეს და თავი მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო თავდამსხმელად წარმოაჩინა. გაიტანა 14 გოლი და შეასრულა ამდენივე საგოლე გადაცემა ყველა ტურნირზე. ლუჩანო სპალეტის ბრწყინვალე გუნდმა 33-წლიანი შესვენების შემდეგ სკუდეტო მოიპოვა და ამავდროულად, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პირველად გავიდა.

    ეს იყო გუნდური შრომის შედეგი, მაგრამ ის ფაქტი, რომ მათ 22 წლის ქართველს ადგილობრივებმა მეტსახელად „კვარადონა” შეარქვეს, ყველაფერს გვეუბნება“,
    – წერს გამოცემა Goal.com-ი.

    სიმბოლური გუნდი Goal.com-ის მიხედვით:

    მეკარე: მარკო კარნესეკი („კრემონეზე“)

    მცველები: ჯერემი ფრიმპონგი („ლევერკუზენი“), უილიამ სალიბა („არსენალი“), მატიას დე ლიხტი („ბაიერნი“), ალეხანდრო ბალდე („ბარსელონა“)

    ნახევარმცველები: ჯამალ მუსიალა („ბაიერნი“), პედრი („ბარსელონა“), ჯუდ ბელინგემი („დორტმუნდი“)

    თავდამსხმელები: ბუკაიო საკა („არსენალი“), ერლინგ ჰალანდი („მანჩესტერ სიტი“), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“).



    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ