სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ფეხით აპირებენ იტალიიდან საქართველოში ჩამოსვლას... ასეთი ამბები დაატრიალა კვარამ" - ვინ გეგმავს საქართველოში ჩამოსვლას

    "ფეხით აპირებენ იტალიიდან საქართველოში ჩამოსვლას... ასეთი ამბები დაატრიალა კვარამ" - ვინ გეგმავს საქართველოში  ჩამოსვლას
    10 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გიორგი კეკელიძის წიგნი "ხვიჩა - ვარსკვლავი, სახელად ვარსკვლავი" მალე იტალიურად გამოიცემა და მერე ნახეთ საქართველოსკენ იტალიელების დაძვრა და ჩამოსვლა. წიგნში ჩვენს ბევრ ჩვენს სიკეთეზე წერია, მათ შორის, საფეხბურთო წარსულზე, სამზარეულოზე, მადლიან ბუნებაზე... წიგნს თან ერთვის აკა მორჩილაძის წინასიტყვაობა. კონსულტანტები არიან ხვიჩას მშობლები - მაკა ლუკავა და ბადრი კვარაცხელია. გიორგი მათ მონათხრობს გამოგვცემს კვარას ბავშვობის წლებზე. წიგნის პროდიუსერი ბერიკა შუკაკიძეა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი.

    ბერიკამ "პრაიმტაიმის" , კვარასა და მასზე დაწერილ წიგნზე, ბევრი საინტერესო დეტალი მოუთხრო. როგორც ის გვიყვება, ხვიჩა კვარაცხელიას სიყვარულით, საქართველოს წელს იტალიელები ეწვევიან და მათ შორის არიან ისეთებიც, ვინც საინტერესო სანაძლეოს აასრულებენ.

    "ამ ზაფხულს ველოდები ნეაპოლელებს საქართველოში. იქ ბევრჯერ ვიყავი და იშვიათად მინახავს ტრიბუნაზე ვინმე, საქართველოში რომ არ აპირებდეს ჩამოსვლას. რომ ხედავენ, საქართველოს დროშა მაქვს მოხვეული, მოდიან და მადლობას მიხდიან ხვიჩასთვის. მსოფლიოში ბევრ სტადიონზე ვარ ნამყოფი და არა მგონია, ასე მადლობებს უხდიდნენ ვინმეს ფეხბურთელის გამო. ხვიჩამ დაბალი ეკონომიკის მქონე, ჩამკვდარ ქალაქში სიხარული დააბრუნა.

    ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ნეაპოლის ორი უნივერსიტეტის ლექტორს ვიცნობ და მათ ვუთხარი, სამხრეთ იტალიის რენესანსი "კვარავაჯომ" (კვარა - კარავაჯო) დაიწყო-მეთქი.

    ქალაქში იგრძნობა, რომ ხალხი გახარებულია, ბედნიერია.

    კაცმა შვილს დაარქვა ხვიჩა. მას დიეგო დაარქვა მამამისმა მარადონას ნეაპოლში თამაშის დროს.

    ერთ ნეაპოლელ პროგრამისტს, კვარას დიდ გულშემატკივარს, ხვიჩას დედ-მამის ხელმოწერა გავუგზავნე. ასეთი სანაძლეო დადო - სკუდეტოს თუ მოიგებენ, ჩამოვალ საქართველოში და ქართული მიწა უნდა შევჭამოო. და ეს ადამიანი სახელად - რაფაელე გვიდო აპირებს ამის შესრულებას. მე ვუთხარი, 20 პროცენტი ისედაც დაპყრობილი და ოკუპირებულია და რაც მიწა დაგვრჩა, ნუ შეგვიჭამ-მეთქი. აქ რომ ახლა მიწის ჭამა დაიწყონ იტალიელებმა, არ გამოვა ეგ ამბავი. "ნაპოლის" აქტიური ფანკლუბია, იუთუბიზე აქტიურები არიან და ეს იუთუბერები ფეხით აპირებენ იტალიიდან საქართველოში ჩამოსვლას. აი, ასეთი ამბები დაატრიალა კვარამ."
    - ამბობს ბერიკა შუკაკიძე.

    წყარო: primetime.ge