სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • სად და რა სახის ღონაღისძიებით აღინიშნება საქართველოში ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონობა

    სად და რა სახის ღონაღისძიებით აღინიშნება საქართველოში ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონობა
    1 წლის და 6 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    33 წლის შემდეგ „ნაპოლი“კვლავ იტალიის ჩემპიონი გახდა. 4 ივნისს, ნეაპოლში, მარადონას სახელობის სტადიონზე „ნაპოლის“ გუნდს საზეიმოდ გადაეცემა თასი. ამასთან, ,,ნაპოლის'' ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

    საზეიმო მსვლელობას და აქციებში დაახლოებით ორი მილიონი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.

    ოფიციალური საზეიმო ღონისძიებებიც სწორედ 4 ივნისს გაიმართება ნეაპოლში.

    როგორც „სტუდია თბილისი-ნეაპოლის“ ორგანიზატორები აცხადებენ, ფეხბურთისა და ხვიჩა კვარაცხელიას გულშემატკივრებისთვის სასიხარულო ამბავი აქვთ:

    „სად აღვნიშნავთ საქართველოში კვარაცხელიას ჩემპიონობას და როგორ ვხვდებით „ნაპოლის“ გუნდის ბოლო თამაშს და თასის გადაცემის ცერემონიალს?

    თბილისში, 4 ივნისს „ისთ ფოინთის“ ტერიტორიაზე (შადრევანთან) ჩატარდება დიდი აქცია:

    • 17:00 საათზე გაიმართება შეჯიბრი, მარადონას სახელობის ტურნირი, რომელმაც უნდა გამოავლინოს – ვინ არის საქართველოში ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელი, სკოლის მოსწავლეებს შორის?

    • აქცია იწყება 4 ივნისს და გაგრძელდება მთელი წლის განმავლობაში.

    • ამ დღეს აქციაში მონაწილეობას მიიღებს რამდენიმე სკოლა.

    • 2023 წელს აქციაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა სკოლა.

    • სკოლის გამორჩეული ყველაზე ტექნიკური მოსწავლე გადავა ფინალში.

    აქციის დროს მოხდება სატელევიზიო ჩართვები ნეაპოლიდან, სადაც „ნაპოლი-სამპდორიას“ მატჩის დაწყებამდე ზუსტად 3 საათით ადრე, ქართველი და იტალიელი „ტიფოზები“, შეიკრიბებიან და მოაწყობენ საზეიმო მსვლელობას სტადიონის მიმართულებით, სადაც ქართველი და ცნობილი იტალიელი ჟურნალისტები გააშუქებენ საქართველოსა და ნეაპოლში მიმდინარე აქციებს და ნეაპოლში არსებულ საფეხბურთო კლიმატს.

    20:30 საათზე მოხდება ნაპოლი-სამპდორიას მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია, სპეციალურად სტუმრებისთვის დამონტაჟებულ დიდ მონიტორზე.

    „ისთ ფოინთში“ შეკრებილ გულშემატკივრებს მიმართავს დიეგო მარადონა უმცროსი. მოწვეულნი არიან სხვადასხვა სპორტის სახეობების მიმდინარე ჩემპიონები და ქართული ფეხბურთის ვეტერანი ვარსკვლავები.
    ტურნირის საპატიო პრეზიდენტი გახლავთ დიეგო არმანდო მარადონას შვილი – დიეგო მარადონა უმცროსი.

    გამარჯვებული (ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელი) გახდება მარადონას პრიზის მფლობელი.

    საქართველოს სკოლებს შორის აქციები გაგრძელდება 2023 წლის ბოლომდე.

    ფინალში გამარჯვებული მოსწავლეები გაემგზავრებიან ნეაპოლში და დაესწრებიან „ნაპოლის“ ერთ-ერთ მატჩს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ