სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ტრაგიკულად დასრულდა - ავარიას 1 წლის ბავშვი ემსხვერპლა

    ავტოსაგზაო შემთხვევა ტრაგიკულად დასრულდა - ავარიას 1 წლის ბავშვი ემსხვერპლა
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ქვალონში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

    ავარიას მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა.

    არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სადისტრიბუციო მანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 1 წლამდე ბავშვი გარდაიცვალა და ერთი ადამიანი დაშავდა.

    ადგილობრივების ინფორმაციით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებით ხობის ჰოსპიტალში გადაიყვანა.

    ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

    შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.