სოციალურ ქსელში, ემიგრანტების ერთ-ერთ ჯგუფში ქართველი ახალგაზრდის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა.
როგორც ირკვევა, ის გულის შეტევით დაიღუპა.
„ქალაქ ნეაპოლში გარდაიცვალა ქართველი ემიგრანტი, თორნიკე შიოშვილი. დიდი მწუხარებით ვუსამძიმრებთ ოჯახს, უფალმა გაგაძლიეროთ ... ნათელში გიმყოფოთ ქართველი ვაჟკაცი სული. ემიგრანტი გარდაიცვალა გულის შეტევით... უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი!!!“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.