სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "საბავშვო ნობელის" პრემიის ქართველი ნომინანტის პირველი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

    "საბავშვო ნობელის" პრემიის ქართველი ნომინანტის პირველი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
    10 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ასტრიდ ლინდგრენის პრემიის ნომინანტის, 12 წლის ნიკოლოზ ლოლაძის პირველი წიგნის "ბკულა და ცეცხლოვანი ყელსაბამების“ პრეზენტაცია საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.

    ეს ნიკოლოზის პირველი რომანია, რომელიც , საოცარი დინამიკური თხრობით გადმოცემულ, უჩვეულო ამბავს გვიყვება.

    თავად ნიკოლოზი ამბობს, რომ ეს წიგნი მისი ფიქრია.

    "შიშზე გამარჯვებაა, და მთავარია, რომ ბავშვები გაიმარჯვებენ. მიხარია, რომ წიგნი გამოჩნდება წიგნის მაღაზიაში, ყველა ადამიანს აქვს სათქმელი . მე აქამდე ნახატებით ვცდილობდი, ახლა კი სიტყვაც დავუმატე. ხოდა, ვწერ და ვხატავ. საოცარი სიტყვები მივიღე და სულ მემახსოვრება როგორ ,, ჩამკიდეს ხელი “ როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა.. გიორგი კეკელიძემ თავისი ზღაპრის დახატვა მანდო, მერე წერაც გავბედე და რომ ვუთხარი რომანი დავწერე-თქო , ,, ძვირად “ დამიჯდა - ,, საბავშვო ნობელზე “ წარმადგინა. ახლა, მისი გმირებივით, აღარც მე მჭირდება კიბე, რომ ცაში ვარსკვლავებს შევეხო. ზვიად კვარაცხელიამ ყველაზე დიდი ოცნება ამიხდინა . სტამბიდან გამოსულ წიგნთან ერთად მეძინა იმ ღამეს. მთელი ცხოვრება მემახსოვრება როგორ გამახარა. მადლობა მინდა, ვუთხრა ჩემი წიგნის რედაქტორს, სოფო კობიაშვილს. მინდა, ჩემი წიგნი და ჩემი გმირები დაამახსოვრდეთ. წაიკითხეთ , დაათვალიერეთ ჩემი ილუსტრაციები და დაელოდეთ მე-2 ტომს,"
    - თქვა აღელვებულმა პატარა მწერალმა საკუთარი წიგნის პრეზენტაციაზე.

    "აბკულა და ცეცხლოვან ყელსაბამებს“ წინასიტყვაობა მწერლებმა, გიორგი კეკელიძემ და გურამ ოდიშარიამ გაუკეთეს. წიგნში 21 ილუსტრაციაა, რომლის ავტორიც თავად ნიკოლოზია.

    " ნიკოლოზი ჩემი მეგობარია. ან უფრო უკეთ - მე ვარ მისი მეგობარი და ეს საამაყო ამბავია. უკვე წლებია ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ და ეს ნაცნობობა ხელოვნების გზაზე ხელჩაკიდებულ სიარულს გულისხმობს. ჩემი ბოლო წიგნი ნიკოლოზმა დაასურათა და აგერ მე, მისი პირველი წიგნით აღფრთოვანებული. უამრავ უფროსს ახლოსაც არ ჩაუვლია ფანტაზიის იმგვარ უნართან და თხრობის ნიჭთან, რაც ნიკას გამოარჩევს და მეორეც: ის არასდროს ტოვებს საკუთარ ბავშვობას და ამ სიხალასის დანარჩუნებით ახერხებს სერიოზული სათქმელის მოწოდებას,"- წერს წინასიტყვაობაში გიორგი კეკელიძე.

    წიგნით აღფრთოვანებულია მწერალი გურამ ოდიშარიაც.

    "განსაკუთრებით გამაოცა მისმა დიალოგებმა - ის ამ ასაკში დიალოგების ოსტატიც გახდა. მოგეხსენებათ, დიალოგის წერა გამოცდილ მწერლებსაც კი უძნელდებათ," - წერს გურამ ოდიშარია.

    "აბკულა და ცეცხლოვანი ყელსაბამები..." უკვე გაყიდვაშია. ნიკოლოზს კი წინ უდიდესი კონკურსი ელოდება. ის წარდგენილია ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე და ყველაზე პატარა მონაწილეა ამ კონკურსის ისტორიაში.

    12 წლის ნიკოლოზს 70 ქვეყნიდან წარდგენილ 180-მდე კანდიდატთან მოუწევს კონკურენცია. ასტრიდ ლინდგრენის პრემიის კანდიდატთა სია ,,ალმას“ პორტალზე ოქტომბერში გამოქვეყნდება.

    გამარჯვებული ბოლონიაში საბავშვო წიგნის ფესტივალზე დასახელდება. დაჯილდოების ცერემონია კი სტოკჰოლმში გაიმართება.

    "საბავშვო ნობელის" პრემიის ქართველი ნომინანტის პირველი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა



    წყარო: primetime.ge