სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • როგორ უნდა შეურჩიოთ ბავშვს დაძინების დრო, რომ დილით გაღვიძება არ გაუჭირდეს და კარგ ხასიათზეც იყოს

    როგორ უნდა შეურჩიოთ ბავშვს დაძინების დრო, რომ დილით გაღვიძება არ გაუჭირდეს და კარგ ხასიათზეც იყოს
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ბავშვების უმეტესობას დაახლოებით 15 წუთი სჭირდება დასაძინებლად. მაგრამ ხანდახან ეს წესი არ მუშაობს, ბავშვს არ ეძიენება და ჭირვეულობს, არც ძილის წინ წაკითხული ზღაპრები შველის. ჩაძინების პრობლემები განსაკუთრებით ზაფხულში მწვავდება, რადგან არდადეგებთან დაკავშირებული მგზავრობა, ადგილის და კლიმატის შეცვლა არღვევს ბავშვის რეჟიმს და ძნელად იძინებს, დილით კი ცუდ ხასიათზე დგება.

    ყველამ იცის, რომ ბავშვი ყოველთვის ერთსა და იმავე დროს უნდა იძინებდეს, თუმცა უმეტესობა ამ წესს ვერ იცავს. ძილის ექსპერტები გვირჩევენ, დასაძინებლად შესაფერისი დრო შევარჩიოთ - ეს დამოკიდებულია ბავშვის ასაკსა და ძილის გარკვეულ ციკლებზე.

    ძილის ციკლის ხანგრძლივობა (ის შედგება ძილის სხვადასხვა ფაზებისგან) განისაზღვრება ბავშვის ასაკის მიხედვით. დაძინებისთვის იდეალური დროის გასარკვევად მშობლებს შეუძლიათ გამოიყენონ სპეციალური ძილის კალკულატორი, რომელიც ჰილარისის ძილის ექსპერტებმა შექმნეს. ონლაინ მრიცხველი შედეგს ორ რიცხვზე დაყრდნობით იძლევა: ბავშვის ასაკსა და მისი გაღვიძების დროის მიხედვით. მაგრამ მონაცემების გამოთვლა შესაძლებელია მხოლოდ 4 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის.

    რა განაპირობებს ბავშვის ჯანსაღ ძილს ?
    წლების წინ მიაჩნდათ, რომ მცირეწლოვან ბავშვებს 21:00 საათზე გვიან არ უნდა დაეძინათ. ძალების სრული აღდგენისთვის კი მათ 9-10 საათი ძილი სჭირდებათ. თუმცა, ეს უნივერსალური წესი პრაქტიკაში არ მუშაობს: ზოგიერთი ბავშვს ამ დროს საერთოდ არ ეძინება, ზოგი კი დილით ცუდ ხასიათზე იღვიძებს. ალტერნატივა ახალი რეჟიმის შედგენაა, რომელიც ძილის ბიოლოგიური ციკლებზეა აგებული. თუ თითოეული ბავშვისთვის ოპტიმალურ დროს აირჩევთ, ეს დაეხმარება მას,, რომ დილით ადვილად გამოფხიზლდეს და მთელი დღის განმავლობაში აქტიური იყოს.

    თუ ბავშვი ცუდ ხასიათზე იღვიძებს, სავარაუდოდ ის "ძილის" ციკლის შუა პერიოდში გააღვიძეს.

    რა უნდა გააკეთოს, თუ ბავშვს არ ეძინება? პირველი რჩევა მშობლებს:
    არ დანებდეთ. მიჰყევით ახალ რუტინას ერთი კვირის განმავლობაში და თქვენი ბავშვი მიეჩვევა ერთსა და იმავე დროს დაძინებას.
    ნუ მისცემთ ბავშვს საშუალება გამოიყენოს გაჯეტები დაძინებამდე მინიმუმ ერთი საათით ადრე. თამაშები ან მულტფილმები არ აძლევენ მას მოდუნების საშუალებას. ბავშვებს უარესად ან ნაკლებად სძინავთ, შემდეგ კი მოთენთილობა აწუხებთ, თუ მთელ საღამოს ტელევიზორის ეკრანთან ან პლანშეტთან ატარებენ.
    წაიკითხეთ ბავშვებისთვის წიგნები, მოუსმინეთ მშვიდ მუსიკას - ეს ხელს შეუწყობს ბავშვის ყურადღებას გაჯეტებისგან მოწყვეტას და დასვენებას.
    დარწმუნდით, რომ ბავშვის საძინებელი არის მშვიდი და კომფორტული ბავშვისთვის. ჰკითხეთ, მოსწონს თუ არა ოთახი, იქნებ დაგჭირდეთ ისეთი დეტალების დამატება, რომლებიც დამამშვიდებელ ატმოსფეროს შექმნის: იყიდეთ ფუმფულა საბანი, ბალიშები, აანთეთ ღამის სანათი.