სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • სიკვდილის გათამაშება მოუწია - 13 წლის უკრაინელი გოგონას გმირობა

    სიკვდილის გათამაშება მოუწია - 13 წლის უკრაინელი გოგონას გმირობა
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    თებერვლის მიწურულს, როდესაც რუსმა სამხედროებმა კიევის ოლქის სოფელ კატიუჟანკას ოკუპაცია მოახდინეს, 13 წლის გოგონა მამასთან და დედინაცვალთან ერთად სოფლის დატოვებას ცდილობდა და ოკუპანტებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს.

    მშობლები ადგილზე დაიღუპნენ. მანქანას ცეცხლი მოედო, გოგონამ რამდენიმე დაზიანება მიიღო და ის მანქანიდან გადმოვიდა და მას ამოეფარა წინა მხრიდან, თუმცა ოკუპანტები ცეცხლს არ წყვეტდნენ.

    ოკუპანტები მანქანას უახლოვდებოდნენ, გოგონამ სიკვდილი გაითამაშა და მიწაზე დაწვა, მას ფეხი ჩაარტყეს, რათა შეემოწმებინათ, ცოცხალი იყო თუ არა და წავიდნენ.