სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ჩემი 3 წლის შვილიშვილისკენ მიმართული სიცოცხლის მოსპობის მუქარა იყო სპორტსმენებისგან" - რას წერს ცნობილი ადვოკატი" -

    "ჩემი 3 წლის შვილიშვილისკენ მიმართული სიცოცხლის მოსპობის მუქარა იყო სპორტსმენებისგან" - რას წერს ცნობილი ადვოკატი" -
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ცნობილი ადვოკატი ლედი ტუკვაძე სოციალურ ქსელში გამაოგნებელ პოსტს აქვეყნებს.მისი 3 წლის შვილიშვილი, საბა, რომელსაც სოციალურ ქსელებში პოზიტიური ვიდეოებით გამოირჩევა, ვირტუალურ სივრცეში თავდასხმის ობიექტი გახდა.

    "ჩემი სამი წლის შვილიშვილის, საბა შაშიაშვილის სახალისო ისტორიებს და გამონათქვამებს იცნობთ ყველა! მის გამონათქვამებს დედაზე, ცაზე , მზეზე და ა.შ. ვწერთ და ვხალისობთ!

    მთელი ღამის განმალობაში ჩემი სამი წლის შვილიშვილი იყო თავდასხმის ობიექტი! ჩემი საბას სახალისო გამონათქვამი ,,ქალბატონო დედა” გააზიარა ქალმა, რომელსაც მოჰყვა წყევლა და სპორტსმენებიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარა! სამი წლის შვილიშვილზე, ხალხო! ეს არის მხოლოდ ჩემი ბრალი, რომ ჩემი ადამიანობიდან გამომდინარე, არ გავაკეთე განმარტება, განცხადება. ვფიქრობდი, მოეგება გონს, მშვილმკვდარი დედაა, ველოდე ამ ყველაფერს ჩემი ჯამრთელობის ხარჯზე! არ გავეცი პასუხი ამ ქალს იმ ყოველდღიური სისხლის სამართლის დანაშაულის გამო, მიუტევებელ რელიგიურ ცოდვაზე, ცილისწამებაზე, რომელსაც ის, როგორც ჩემზე, როგორც სალომე გვენეტაძის ყოფილ ადვოკატზე ახორციელებდა!

    შეუკვეთო ადვოკატის შვილის მკვლელობა, დაჰპირდე დიდ ფულს იმ დროს, როცა სტატისტიკა შეკვეთილი მკვლელობების არის უზარმაზარი, დათესო ხალხში განცდა, რომ ჩვენ თითქოს დამნაშავეები ვართ, ,,გააპრავო” მომავალი დაგეგმილი დამაშაული, გამოიყენო ჩემი სამი წლის შვილიშვილის ცხოვრების სახალისო სტატუსები, შეიყვანო მთვრალი კუნთმაგარი სპორტსმენები შეცდომაში, დააორგანიზო უმძიმესი დანაშაული, ეს არის მარაზმი, ეს დანაშაულზე მეტია! ვინ დგას ამ ყველაფრის უკან? ვინ აკეთებს ამ ყველაფრის ორგანიზებას?

    მოგმართავთ ყველას! მე არასოდეს მითხოვია თქვენი, საზოგადოების დახმარება! ახლა გთხოვთ ამას თქვენ და ჩემს ქვეყანას, თუ, რა თქმა უნდა, სახელმწიფო გქვია შენ! დროზეეეე გამოიძიეთ და მიეცით ამ ფაქტებს სამართლებრივი შეფასება, სანამ ჩემი პროფესიული საქმიანობის გამო ჩემი შვილიშვილების და საუკეთესო შვილის, ყველაზე წესიერი გოგოს სიცოცხლე საფრთხეშია! დასქრინულია ყველა პირადი და საჯარო მიმოწერა!..

    შეშინებული არასოდეს ვყოფილვარ, როცა ჩემი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ხარჯზე ვიცავდი თქვენი ოჯახების კეთილდღეობას! ჩემი პროფესიის გამო უნდა ამომიხოცოთ ოჯახი? ახლა გამოჩნდება ჩემიანები ვინ ხართ და ვინც ხართ ჩემი მტრები!.. სირცხვილი თქვენ! როცა გამოძიებით დადგინდება, ვის გქონდათ კავშირები, მიმოწერები, სქრინებს ვინც უგდებდით ჩემი გვერდიდან მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქალს… მას კიდევ მივუტევებ და თქვენ ამისთვის ყველას დაგსჯით"
    - წერს ლედი.