სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • კვების რაციონში თევზი აუცილებელია - რომელი სახეობა უნდა მივირთვათ და რატომ

    კვების რაციონში თევზი აუცილებელია - რომელი სახეობა უნდა მივირთვათ და რატომ
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    თევზეული იდეალური წყაროა ცილების მისაღებად. აგრეთვე, ის შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს და მინერალებს. შეეცადეთ, რომ მიიღოთ ორი ულუფა თევზი კვირის განმავლობაში, რომლიდანაც ერთი ულუფა იქნება ცხიმიანი თევზი.

    ცხიმიანი თევზი დიდი რაოდენობით ე.წ. ომეგა-3 (თევზის ქონს) შეიცავს. ცხიმებს, რაც ებრძვის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს. შეგიძლიათ შეარჩიოთ ნებისმიერი სახის თევზი, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ხშირად, შებოლილი და კონსერვირებული თევზი შეიცავს დიდი რაოდენობით მარილს, რაც არ არის სასარგებლო ჩვენი ორგანიზმისთვის.

    ცხიმიანი თევზების კატეგორიაში შედის თევზების სხვადასხვა სახეობა, როგორიცაა:

    ორაგული (სალმონი),

    სკუმბრია,

    კალმახი,

    ქაშაყი,

    სარდინები,

    ახალი და უმარილო თინუსი (ტუნა) და მცირე ზომის სარდინები (არა კონსერვირებული).

    ასევე, უცხიმო თევზების კატეგორიაში შედის სხვადასხვა სახეობის თევზები. მაგალითად:

    სვია (კამბალა),

    ვირთევზა,

    ხეკი,

    კონსერვირებული თინუსი (ტუნა) და სხვა უცხიმო თევზები.


    გასათვალისწინებელია, რომ ვინც თევზს ხშირად და რეგულარულად მიირთმევს, სჯობს მიირთვას რაც შეიძლება სხვადასხვა სახეობის და ტიპის თევზი.

    წყარო: primetime.ge