სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ულამაზესი ტბა საქართველოში, რომლის სანახავად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავი ტურისტი ჩამოდის

    ულამაზესი ტბა საქართველოში, რომლის სანახავად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავი ტურისტი ჩამოდის
    3 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურისტები ჯავახეთში, ნინოწმინდის მხარეს მდებარე ტბის სანახვად სპეციალურად ჩამოდიან. ტბა ზღვის დონიდან 2 108 მეტრზე მდებარეობს.

    მთავარი სანახაობა კი მადათაფას ტბაზე 100-ზე მეტი სახეობის ფრინველია. გაზაფხულზე, მაშინ, როცა ბუნება იღვიძებს და ტემპერატურა იმატებს, ტბაზე დიდი რაოდენობით წყალხმელეთა გადამფრენი ფრინველები იყრიან თავს.

    ულამაზესი და უნიკალური სახეობის ფრინველები აქ ისვენებენ, იკვებებიან და შემდეგ აგრძელებენ ფრენას. ამ პერიოდში კი მადათაფა ყველაზე ლამაზ ტბად იქცევა.

    ფოტო: ნაციონალური პარკები