სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მაპატიე თუ ოდესმე რამე გაწყენინე, ბაჩი" - გერმანიაში დაღუპული ქართველის მეგობარი

    "მაპატიე თუ ოდესმე რამე გაწყენინე, ბაჩი" - გერმანიაში დაღუპული ქართველის მეგობარი
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ერთკვირიანი ძებნის შემდეგ გერმანიის ქალაქ ბრემენში 34 წლის ქართველი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ის მესტიის მუნიციპალიტეტის მკვიდრი ველისარ გურჩიანია აღმოჩნდა.

    "ცოლ-შვილით იყო წასული. ასე წელიწადი იქნება. დედ-მამა ხაიშში ცხოვრობენ. უკარგესი ოჯახის შვილი, თვითონ ველისარი სამი შვილის მამა, არავინ არაფერი იცის, რატომ მოხდა ასე." - განუცხადა მისმა მეგობარმა primetime-ს.

    "ჩემო ალალო, ჩემო კეთილო ძმაო ველო, ჩემო ბაჩი. დაე შვება იპოვოს შენმა სულმა. ეს შენ არ ჩაგიდენია ძმაო!!! სუფთა და კეთილი იყო და არის შენი სული სამარადისოდ!!! უფალს შევთხოვთ რომ იმიერ საქართველოში მშვიდად იცოცხლო და დალოცო შენი სისხლი და ხორცი!! მაპატიე თუ ოდესმე რამე გაწყენინე ბაჩი. ერთი ვიცი რომ აწი ჩვენი ცხოვრება ტკივილით სავსე იქნება!! მშვიდობით ბაჩი." - წერს გარდაცვლილის მეგობარი.