სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • " ჩვენ რა უნდა ვქნათ? ჭურჭელი გავრეცხოთ და მოვემსახუროთ?" - რას წერს ზურა შევარდნაძე რუსებზე

    " ჩვენ რა უნდა ვქნათ? ჭურჭელი გავრეცხოთ და მოვემსახუროთ?" - რას წერს ზურა შევარდნაძე რუსებზე
    3 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ცნო­ბი­ლი ფლო­რის­ტი, "გარ­დე­ნია შე­ვარ­დნა­ძის" მფლო­ბე­ლი ზურა შე­ვარ­დნა­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სუ­ლი რუ­სე­ბის შე­სა­ხებ პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

    "რუსი არც მე­გო­ბა­რი მყავს, არც ნაც­ნო­ბი, არც ახ­ლო­ბე­ლი. არ ვიც­ნობ ამ ხალ­ხს მათ მენ­ტა­ლი­ტეტს. დღე არ გავა რუ­სუ­ლად მო­ლა­პა­რა­კე (ჭიშ­კარ­ში ხომ ვერ დავ­ჯდე­ბი და გა­და­ვარ­ჩევ ვინ რუ­სია, ვინ უკ­რა­ი­ნე­ლი ან სხვა..) ბევ­რი მო­დის ბაღ­ში და გვთხო­ვენ წვე­უ­ლე­ბის გა­მარ­თვას. იმი­ტომ, რომ რუ­სუ­ლად ლა­პა­რა­კობს, პირ­და­პირ უარს ხომ არ მი­ვახ­ლი და გა­ვაგ­დებ, მი­წევს მო­ვუს­მი­ნო. ვუს­მენ და ვრწმუნ­დე­ბი, რომ რაც გა­მი­გია მათ დამ­ბყრობ­ლურ, გა­მომ­ყე­ნებ­ლურ ხა­სი­ათ­ზე, ყვე­ლა­ფე­რი მარ­თა­ლია. მშვე­ნი­ე­რი და­სა­ნა­ხი წყვი­ლი მიყ­ვე­ბა დღეს: რომ უნდა 160 სტუმ­რის შეკ­რე­ბა ჩვენს ტე­რა­სა­ზე და მშვი­დად აგ­რძე­ლებს " ქე­ტე­რინგ სვოი, ორ­გა­ნი­ზა­ტორ სვოი, ნა­პიტ­კი ი ბარ­მენ სვოი, მუ­ზი­კა, ზვუ­კო­რე­ჟი­სორ ი აპა­რა­ტუ­რა სვა­ია, ფო­ერ­ვერკ სვოი, ფო­ტოგ­რაფ ი ვი­დე­ოგ­რაფ სვოი, ფლო­რისტ ტოჟე სვოი...." აი, აქ კი უკვე ფეხ­ზე ვდგე­ბი და ვე­უბ­ნე­ბი, რომ მათ­თვის სა­სურ­ვე­ლი რი­ცხვი და­კა­ვე­ბუ­ლია და მკვა­ხედ ვემ­შვი­დო­ბე­ბი. ვერ ვხვდე­ბი ასე რო­გორ შე­უძ­ლი­ათ, და­ვუშ­ვათ და გა­ვი­წყვი­ტე შუბ­ლის ძარ­ღვი და დავ­თან­ხმდი რუ­სუ­ლი "ტუსოვ­კის" გა­მარ­თვას ბაღ­ში, თუ ყვე­ლა­ფე­რი შენ უნდა ქნა, მა­შინ ჩვენ რა უნდა ვქნათ? ჭურ­ჭე­ლი გავ­რე­ცხოთ და მო­ვემ­სა­ხუ­როთ? ბოლო დღე­ე­ბია ყვე­ლა მე­გო­ბარს ვუ­ზი­ა­რებ ამ ამ­ბავს, მიყ­ვე­ბი­ან, რომ არაა ეს ახა­ლი, რომ რუ­სებ­მა რა­ხა­ნია თბი­ლის­ში და არა მარ­ტო მო­ა­წყვეს თა­ვი­სი ბიზ­ნე­სე­ბი და მშვე­ნივ­რად მუ­შა­ო­ბენ. მე­გო­ბარ­მა ფლო­რის­ტმა მი­თხრა, რომ ძა­ლი­ან შე­უმ­ცირ­და დაკ­ვე­თე­ბი, რად­გან რუ­სე­ბი გა­ცი­ლე­ბით ია­ფად სთა­ვა­ზო­ბენ იგი­ვე სა­მუ­შა­ოს, იღე­ბენ და ას­რუ­ლე­ბენ დაკ­ვე­თებს. სქე­მაც ამიხ­სნა. მე რომ 100 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის მცე­ნა­რე გავ­ყი­დო, იმ ასი ლა­რი­დან ვიხ­დი და­მა­ტე­ბი­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბის გა­და­სა­ხადს 18%-ს, ხელ­ფა­სად გა­და­სახ­დე­ლი თან­ხი­დან სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხადს 18%-ს, მიწა, ქო­თა­ნი, სა­სუ­ქიც ხომ სჭირ­დე­ბა ამ მცე­ნა­რეს, ისიც ხომ ხარ­ჯია, თუ რამ დამ­რჩე­ბა ამის შემ­დეგ მო­გე­ბა, იმ მო­გე­ბუ­ლი­დან კი­დევ მო­გე­ბის გა­და­სა­ხადსაც ვიხ­დით ბე­ჯი­თად. ჩვე­ნი "ძვირ­ფა­სე­ბი" კი არე­გის­ტრი­რე­ბენ ინდმე­წა­მეს თურ­მე, რაც გუ­ლის­ხმობს, რომ ასი ათას ლა­რამ­დე ბრუნ­ვის შემ­თხვე­ვა­ში ნა­ვაჭ­რის მხო­ლოდ ერთ პრო­ცენტს გა­და­იხ­დის, რომ მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბა ამ და­წე­სე­ბულ ზღვარს, შე­ა­ჩე­რებს სტა­ტუსს და ინდმე­წარ­მედ და­ა­რე­გის­ტრი­რებს ოჯა­ხის მე­ო­რე წევ­რს და ასე. კი ბა­ტო­ნო, მე არ დავ­თან­ხმდე­ბი, შევ­კრავ წარბს და ზოგს კულ­ტუ­რუ­ლად და ზოგს არა­კულ­ტუ­რუ­ლად გა­მო­ვემ­შვი­დო­ბე­ბი, მაგ­რამ არ მგო­ნია ეს სა­ხუ­მა­რო ამ­ბა­ვი და არც ის ვიცი, სა­ნამ­დე მიგ­ვიყ­ვანს. ასე რო­გორ უნდა გაგ­რძელ­დეს?" - წერს შე­ვარ­დნა­ძე.