სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • აფხაზეთში რუსს თავში ქვა დაეცა და ადგილზე დაიღუპა

    აფხაზეთში რუსს თავში ქვა დაეცა და ადგილზე დაიღუპა
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    აფხაზეთში, ბზიფის ხეობაში, ქვების ჩამოვარდნის შედეგად რუსი ტურისტი დაიღუპა, მქს თავში ქვა დაეცა. “ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, მეორე ტურისტი დაშავდა.

    ქვები კლდიდან ჩამოცვივდა და ავტომობილ „უაზს“ დაეცვა, რომელშიც იმ მომენტში ტურისტები იმყოფებოდნენ.

    27 წლის დაღუპული რუსეთის პენზის ოლქის მკვიდრია. ინციდენტი იუფშარის კანიონში მოხდა, რომელიც რიწის ტბასთან მდებარეობს. ამ ადგილას გზა კლდეებს შორის გადის და ორ კლდეს შორის მანძილი მხოლოდ 20 მეტრს შეადგენს.