სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ჩვენ ორივე მოვკვდით, ამას არასდროს გაპატიებ" - რას წერს გერმანიაში გარდაცვლილი კაცის მეუღლე

    "ჩვენ ორივე მოვკვდით, ამას არასდროს გაპატიებ" - რას წერს გერმანიაში გარდაცვლილი კაცის მეუღლე
    2 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ გერმანიის ქალაქ ბრემენში ქართველი ემიგრანტის ცხედარი იპოვეს. ველო გურჩიანის ცხედარი წყალში აღმოაჩინეს.

    გარდაცვლილის მეუღლემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:

    "შენ ჩვენი ლამაზი ოჯახი გაანადგურე...მე მომკალი...ჩვენს შვილებს მომავალი დაუნგურე ...როგორ უნდა გაპატიო??? მომიყვანე და დამტოვე ამ უცხო ქვეყანაში... რა ძნელია ამის წარმოდგენა რომ შენ ეს გამიკეთე, დღეს გნახავ ბოლოჯერ და თუ ამას გადავიტან მხოლოდ ჩემი შვილების გამო...შენ მე მომკალი მე არ ვარსებობ უკვე შენთან ერთად ვარ... მარა შვილებს ვერ ვტოვებ...გნახავ ოდესმე და მოგიწევს ჩემს კითხვებზე პასუხის გაცემა ჩვენ გვჭირდებოდი ,- წერს ახალგაზრდა ქალი, სამი შვილის დედა ანა, რომელიც გერმანიაში, ქალაქ ბრემენში სამ შვილთან ერთად მარტო დარჩა.

    ჩვენ ორივე მოვკვდით, არასდროს არ გაპატიებ ამას, ხომ იცი"
    , - წერს გარდაცვლილის მეუღლე.

    შეგახსენებთ, ახალგაზრდა ოჯახი მესტიიდან რამდენიმე თვის წინ საცხოვრებლად სამ შვილთან ერთად გერმანიაში ჩავიდა.


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ