სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ევაკუაცია გგამოცხადდა „სითი მოლში“, „თბილისი ცენტრალსა“ და „გლდანი მოლში“ - რა ხდება სავაჭრო ცენტრებში

    ევაკუაცია გგამოცხადდა „სითი მოლში“, „თბილისი ცენტრალსა“ და „გლდანი მოლში“ - რა ხდება სავაჭრო ცენტრებში
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    თბილისის მასშტაბით კიდევ რამდენიმე სავაჭრო ცენტრში შევიდა შეტყობინება ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ, რის გამოც, ევაკუაცია დაიწყო „სითი მოლში“, „თბილისი ცენტრალსა“ და „გლდანი მოლში“.

    მანამდე, ნაღმის არსებობის შესახებ იფორმაცია შევიდა „ისთ ფოინთის“ საინფორმაციო ცენტრში, რის გამოც, სავაჭრო ცენტრში ევაკუაცია გამოცხადდა.

    ცნობისთვის, დღეს, შენობებში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ მიღებული შეტყობინებების გამო, ევაკუაცია განხორციელდა არაერთი დაწესებულებიდან, მათ შორის, თბილისის საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოდან, ქუთაისის, ზუგდიდის, ბათუმის, სენაკის, გურჯაანის, გორისა და მცხეთის სასამართლოებიდან და ასევე „ბრიტანულ-ქართული აკადემიიდან“.