სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რესტორან „რეტრო“-ს შეუჩერდა სტატუსი და დაჯარიმდა 30 000 ლარით

    რესტორან  „რეტრო“-ს შეუჩერდა სტატუსი და დაჯარიმდა 30 000 ლარით
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელის, ბექა ფერაძის განცხადებით, რესტორანი “რეტრო” 30 ათასი ლარით დაჯარიმდა.

    როგორც ფერაძემ აღნიშნა, უფლებრივი მდგომარეობის შესწავლასთან ერთად შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო კომპანიას შეუჩერდა საქმიანობის პროცესი.

    “კომპანია დაჯარიმდა 30 ათასი ლარის ოდენობით. ასევე, შევისწავლეთ როგორც აჭარის, ასევე თბილისის რეგიონში არსებული, ჯამში კომპანიის 3 ობიექტი. უფლებრივი მდგომარეობის შესწავლასთან ერთად შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, კომპანიას შეუჩერდა საქმიანობის პროცესი. გარდა ამისა, დაევალა, რომ ყველა ის დანაკლისი, რომელიც წლების განმავლობაში თანამშრომლებს ჰქონდათ, ვგულისხმობ, როგორც ზეგანეკვუთეთური შრომის ანაზღაურებას, თუ სხვადასხვა კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლების რეალიზებას, აანაზღაუროს და კუთვნილი თანხობრივი ოდენობით მისცეს დასაქმებულ ადამიანებს“,- აღნიშნა ფერაძემ.

    ცნობისთვის, რესტორან “რეტროს” ერთ-ერთმა თანამშრომელმა სოციალურ ქსელში ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, სადაც რესტორნის მფლობელი თანამშრომელს ხელს კრავს და დაწესებულებიდან აგდებს. მისივე ინფორმაციით, რესტორნის მფლობელმა, თეიმურაზ ვარშანიძემ თანამშრომელზე ფიზიკური ძალადობა ქუჩაშიც გააგრძელა.

    მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში, რესტორან „რეტროში“ თანამშრომლის მიმართ ძალადობის ფაქტზე, ობიექტის მფლობელი დააკავა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.