სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • კვარაცხელიას და დიბალას დუეტი "ნაპოლიში"? - რას წერს იტალიური მედია

    კვარაცხელიას და დიბალას დუეტი "ნაპოლიში"? - რას წერს იტალიური მედია
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    შესაძლოა, ხვიჩა კვარაცხელიას და პაულო დიბალას დუეტი "ნაპოლიში" შედგეს.

    იტალიური მედიის ცნობით, პაულო "ნაპოლის" შეთავაზებას უკვე სერიოზულად განიხილავს და მას განსაკუთრებით დიეგო მარადონას კლუბში თამაში იზიდავს, რადგან შანსი ექნება გულშემატკივრის გმირი გახდეს.

    მხარეებს შორის უკვე კონკრეტული მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

    ეს ინფორმაცია "ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა, კრისტიანო ჯუნტოლიმ უარყო, მაგრამ ამას იტალიურმა მედიამ ახსნა მოუძებნა.

    როგორც იტალიელი ჟურნალისტები წერენ, სპორტულმა დირექტორმა მედიასთან დიბალას ტრანსფერის დეტალებზე საუბარს თავი აარიდა.

    ამჟამად, დიბალა თავისუფალი აგენტია და კლუბი ჯერ კიდევ ვერ იპოვა, ამიტომ "ნაპლოს" იდეალური შანსი გაუჩნდა.