სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ქართველი მილიარდერის ვინაობა, რომელიც Forbes-ის 2023 წლის რეიტინგში მოხვდა

    ქართველი მილიარდერის ვინაობა, რომელიც Forbes-ის 2023 წლის რეიტინგში მოხვდა
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ამერიკულმა Forbes-მა პლანეტის უმდიდრესი ადამიანების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიოს 190-მდე ქვეყნის 2,500 მილიარდერს აერთიანებს.

    აღსანიშნავია, რომ მათ შორის ორ ქართველს ვხედავთ: მიხეილ ლომთაძესა და ბიძინა ივანიშვილს.

    გზა მილიარდერობამდე:

    47 წლის მიხეილ ლომთაძე, საქართველოში, ბათუმში 1975 წლის 17 ოქტომბერს დაიბადა. ბაკალავრის ხარისხი თბილისში, საქართველოს მენეჯმენტის ევროპულ სკოლაში მიიღო, შემდეგ კი სწავლა ამერიკის შეერთებული შტატების ჰარვარდის ბიზნესსკოლაში განაგრძო, რომელიც 2002 წელს მაგისტრის MBA ხარისხით დაასრულა.

    ლომთაძე, ყაზახეთში სხვადასხვა საქველმოქმედო აქციებში აქტიურად არის ჩართული, ასევე, ბევრ სოციალურ აქტივობებს ახორციელებს.

    მიხეილ ლომთაძემ, ბიზნეს-მოღვაწეობა საქართველოში დაიწყო, სადაც კონსალტინგური კომპანია „ჯი-სი-ჯი აუდიტი“ დააფუძნა და მისი ხელმძღვანელობა ითავა. 2002 წელს ეს კომპანია „ერსტ ენდ იანგის“ შემადგენელი ნაწილი გახდა.

    ქართველი მილიარდერის ვინაობა, რომელიც Forbes-ის 2023 წლის რეიტინგში მოხვდა


    მიხეილ ლომთაძის ქონება 2023 წლისთვის 3.6 მილიარდ დოლარს შეადგენს. მიხეილ ლომთაძე, ამჟამად, მსოფლიოს 774-ე უმდიდრესი ადამიანია.

    ლომთაძე ბანკის დამფუძნებელთან, ვიაჩესლავ კიმთან ერთად Kaspi-ს ძირითადი პარტნიორია და მას ბანკის 25% ეკუთვნის. ანალოგიურად, ვიაჩესლავ კიმის ქონებაც Forbes-ის მიერ 3.6 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ლომთაძე Forbes-ის სიაში პირველად, 2021 წელს, ლონდონის ბირჟაზე Kaspi-ის IPO-ს შემდეგ მოხვდა.