სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • 6 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

    6 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
    10 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ვერძი

    შესაძლოა, გარემოებებმა დაგაბნიოთ და გაგიჭირდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. კარგად ჩაუღრმავდით საკითხს, განიხილეთ სხვადასხვა ვარიანტები და მიხვდებით, როგორ იმოქმედოთ.

    კურო

    იყავით მეტად თავდაჭერილი, შესაძლოა, დღეს სწორად ვერ გაგიგონ, თუმცა, ამაში სხვებს ნუ დაადანაშაულებთ, იქნებ თავად ვერ ახსენით გასაგებად თქვენი პოზიცია. მოძებნეთ კომპრომისი.

    ტყუპები

    თქვენი ოცნება ფრთებს ისხამს, ახლოს ხართ მიზნებთან, შეუპოვარი განწყობა და ენერგიის მოზღვავება ხელს გიწყობთ, საწადელი აისრულოთ.

    კირჩხიბი

    ყურადღება მიაქციეთ ჯანსაღ კვებას, თქვენი ორგანიზმი ძალების აღდგენას საჭიროებს, იზრუნეთ კომფორტული გარემოს შექმნაზე და გაიფერადეთ განწყობა.

    ლომი

    სასიყვარულო თავგადასავლების ხაფანგში გაებმებით, შესაძლოა, მოგონებებშიც გადავარდეთ. გააკეთეთ რაციონალური ანალიზი, რა მოგიტანათ ძველმა ურთიერთობებმა, გაითვალისწინეთ გაკვეთილი და მოემზადეთ სიახლეებისთვის.

    ქალწული

    ელოდეთ მეტად საინტერესო და სასარგებლო ნაცნობობას, მალე პრობლემატური საკითხები ძალიან იოლად მოგვარდება. გაანებივრეთ და შეაქეთ საკუთარი თავი.

    სასწორი

    შესაძლოა, დღეს გავლენიანი ადამიანებისგან მხარდაჭერა მიიღოთ, ელოდეთ ახალ საინტერესო კავშირებს, დღეს თქვენს მიმართ სამყარო კეთილგანწყობილია.

    მორიელი

    გქონდეთ ახლობლებისა და მეგობრების იმედი, ნუ შეიტანთ ეჭვს მათში, ისინი გაგებით მოეკიდებიან თქვენს გეგმებს და მხარს დაგიჭერენ ნებისმიერ საქმიანობაში.

    მშვილდოსანი

    საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელსაც დღეს გაიგებთ, შეეცადეთ, გამოიყენოთ თქვენი გეგმებისა და პროგრამების განხორციელებისთვის.

    თხის რქა

    მოერიდეთ სარკაზმს და უხეშობას, შეეცადეთ, კარგად გაერკვეთ სიტუაციებში და მეტი თავდაჭერილობა გამოიჩინოთ. შესაძლოა, არასწორად შეაფასოთ მოვლენები და ხელიდან კარგი შანსები გაუშვათ.

    მერწყული

    იმისთვის, რომ უკეთესი შედეგები მიიღოთ, შეიტანეთ კორექტივები თქვენს გეგმებსა და სტრატეგიაში. თამამად დანერგეთ სიახლეები, იმ პროექტებში, რომელიც გაჭიანურდა, ან ჯერ კიდევ არ დაგისრულებიათ.

    თევზები

    ზომიერება და ტაქტის შეგრძნება იქნება მთავარი იმისათვის, რომ აირიდოთ უთანხმოებები და გაუგებრობები ირგვლივ მყოფებთან. დიპლომატია დაგეხმარებათ ადამიანების გულის მოგებაში და წარმატების მიღწევაშიც.