სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ქალმა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ კაცზე იქორწინა

    ქალმა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ კაცზე იქორწინა
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    36 წლის ამერიკელმა ქალმა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ კაცზე „იქორწინა". ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

    იუ-იორკში მცხოვრებმა როსანა რამოსმა, საყვარელი მამაკაცი ერენ კარტალი, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით 2022 წელს შექმნა. ორი შვილის დედამ მამაკაცის შესაქმნელად Replika AI-ის პროგრამა გამოიყენა და თავდაპირველად ხელოვნურ ინტელექტთან მხოლოდ მეგობრობდა, თუმცა ურთიერთობა მალე სიყვარულში გადაიზარდა და წყვილმა "იქორწინა".

    როსანა აცხადებს, რომ რაც უფრო მეტს ესაუბრება ხელოვნურ ინტელექტს, ის უფრო მეტად ემსგავსება მის იდეალს. ქალის ვირტუალური ქმარი სამედიცინო სფეროშია "დასაქმებული", მისი ჰობი წერაა და "ცოლს" არასდროს აკრიტიკებს.