სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ვემზადებით ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის"- პრემიერის განცხადება

    "ვემზადებით ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის"- პრემიერის განცხადება
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის განახლებულ სტადიონზე განაცხადა, რომ ჩვენ ვემზადებით ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის - ეს არის 21 წლამდე ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატისთვის. 21 ივნისს საქართველო-პორტუგალიის თამაში გაიმართება და ჩვენი ქვეყანა არის სრულად მზად, რომ ღირსეულად, უმაღლეს დონეზე ჩავატაროთ ეს ჩემპიონატი. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის იყო ძალიან დიდი გამოწვევაც, ამავდროულად არის ძალიან დიდი პატივი, ვუმასპინძლოთ ამ მეტად მნიშვნელოვან ღონისძიებას. ჩვენ სულ რაღაც 1 წელიწადში, უფრო ნაკლებ დროში, ჩავუტარეთ რეაბილიტაცია 10 ობიექტს.

    მთავრობის მეთაურის თქმით, ჯამში, 10 ობიექტის რეაბილიტაციაზე 115 მლნ ლარი დაიხარჯა.

    "პირველ რიგში, მოგესალმებით ყველას, ძვირფასო, სახელოვანო ვეტერანო სპორტსმენებო, ფეხბურთელებო, პარლამენტის, მთავრობის წევრებო ყველას მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს ქუთაისს და ქუთაისელებს.

    მოგეხსენებათ, ჩვენ ვემზადებით ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის - ეს არის 21 წლამდე ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატისთვის. 21 ივნისს საქართველო-პორტუგალიის თამაში გაიმართება და ჩვენი ქვეყანა არის სრულად მზად, რომ ღირსეულად, უმაღლეს დონეზე ჩავატაროთ ეს ჩემპიონატი. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის იყო ძალიან დიდი გამოწვევაც, ამავდროულად არის ძალიან დიდი პატივი, ვუმასპინძლოთ ამ მეტად მნიშვნელოვან ღონისძიებას. ჩვენ სულ რაღაც 1 წელიწადში, უფრო ნაკლებ დროში, ჩავუტარეთ რეაბილიტაცია 10 ობიექტს და თქვენ ნახეთ შესანიშნავი, ახალი, სრულად განახლებული ქუთაისის შენგელიას სახელობის სტადიონი, რომელიც პრაქტიკულად ახლიდან ავაშენეთ. მოეწყო და რეალურად უეფა-ს სტანდარტების მიხედვით გაკეთდა ყველაფერი აქ, მინდა მადლობა გადავუხადო მშენებელ კომპანიას, ყველას, ბატონი ირაკლი ქარსელაძის უწყებას, მუნიციპალური განვითარების ფონდს, ყველას, ვინც ამ ძალიან მნიშვნელოვან პროექტში იყო ჩართული. 10 ობიექტს ჩავუტარეთ რეაბილიტაცია, 115 მლნ ლარი დაიხარჯა ამ პროექტების განხორციელებისთვის, თბილისში მე დღეს დილით ვიმყოფებოდი, მოვინახულეთ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი და იქაც ანალოგიურად, სრულად განახლდა სტადიონი. აქ თქვენ ხედავთ, რომ ეს არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონი, 35 მლნ ლარი დაიხარჯა ამ ყველაფერში, თბილისში 32 მლნ ლარი დაიხარჯა, თუ არ ვცდები, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის გასაახლებლად და მნიშვნელოვანია, რომ ეს დარჩება ჩვენს ქვეყანას, მომავალ თაობებს. ამას სჭირდება ახალ შენარჩუნება, განვითარება და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენმა მომავალმა თაობებმა, ჩვენმა ახალგაზრდებმა გამოიყენონ ეს ყველაფერი.

    მინდა მოგილოცოთ, მადლობა გადავუხადო ჩვენს მინისტრს, ირაკლის, ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში. მინდა მადლობა გადავუხადო მშენებელ კომპანია „დაგის“ და ფეხბურთის ფედერაციას. გილოცავთ, საქართველო არის მზად, რომ ვუმასპინძლოთ ევროპის ჩემპიონატს ფეხბურთში
    ,“- განაცხადა პრემიერმა.