სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "19 წლის მოთამაშეები ამას ვერ აკეთებენ" - რას ამბობს ნიკა ამაშუკელი ნინიაშვილზე

    "19 წლის მოთამაშეები ამას ვერ აკეთებენ" - რას ამბობს  ნიკა ამაშუკელი ნინიაშვილზე
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში პირველად იტალია 28:19 დაამარცხა.

    შეხვედრაში ერთ-ერთი გამორჩეული დავით ნინიაშვილი იყო, რომელზეც ცნობილმა მსაჯმა და კომენტატორმა, ნიკა ამაშუკელმა მატჩამდე ისაუბრა.

    "ნინიაშვილი მართლა განსაკუთრებულია. მას აქვს ძალიან მაგარი ფიზიკური მონაცემები. როგორც გარემარბს, აქვს ფეთქებადი სათამაშო სტილი, მოედანზე აზროვნებს, არის ხისტი და მისი შებოჭვა ძალიან რთულია.

    დათუნას შიში არ გააჩნია, მას წნეხი არ აქვს. ეს არის ძალიან იშვიათი თვისება ამ ასაკში. ამ ყველაფრის სწავლა მოთამაშეებს წლები სჭირდებათ, ამიტომ 19 წლის მოთამაშეები ამას ვერ აკეთებენ. ეს არის მთავარი თვისება, რაც მე ნინიაშვილში დავინახე. მას კიდევ ვიმეორებ არაფრის ეშინია და თავისი აზროვნებით, ფიზიკური მონაცემმებით კიდევ უფრო მეტს მიაღწევს", - თქვა ამაშუკელმა.