სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • მკითხავის ახდენილი წინასწარმეტყველება: მიზეზი თუ რატომ გარდაიცვალა ცნობილი მსახიობის ქალიშვილის 20 წლის ასაკში

    მკითხავის ახდენილი წინასწარმეტყველება: მიზეზი თუ რატომ გარდაიცვალა ცნობილი მსახიობის ქალიშვილის 20 წლის ასაკში
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ფილმის “ბედის ირონია ანუ გაამოთ” მთავარი როლის შემსრულებელი ბარბარა ბრილსკა დიდი ხნის განმავლობაში უშვილო იყო. მიუხედავად არაერთი ფეხმძიმობისა, ორსულობა ბოლომდე ვერ ნარჩუნდებოდა. საბოლოოდ 31 წლის ასაკში გააჩინა ქალიშვილი, რომელსაც საკუთარი საკუთარი სახელი – ბარბარა დაარქვა. ბასია, როგორც გოგონას მოფერებით ეძახდნენ, ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა. დღემდე ქალიშვილის გარდაცვალებაში მსახიობი საკუთარ თავს ადანაშაულებს.
    პირველად ბარბარა ბრილსკა 17 წლის ასაკში გათხოვდა. მისი ქმარი მათემატიკოსი იან ბოროვეცი იყო. მამაკაცმა ვერ გაუძლო ცოლის პოპულარობას, ერთ დღესაც ჩემოდან ჩაალაგა და წავიდა…
    პირველი ქორწინება
    მეორე სამოქალაქო ქორწინებაში ბრილსკას ქმარი სლობოდან დიმიტრიევიჩი გახდა. ურთიერთობა მამაკაცის მშობლების მოთხოვნით დასრულდა.
    “განქორწინებული მსახიობი და თანაც ასეთი მახინჯი! როგორი მომავალი უნდა ჰქონდეს მას?” – ასე უჩიჩინებდნენ სლობოდანს მშობლები. ბარბარამ გადაწყვიტა, რომ ასეთ მოპყრობას არ იმსახურებდა და ქმრის სახლიდან წავიდა…
    სლობოდანთან ერთად
    “წავიდა” ადვილი სათქმელია – წყვილს დიდი ვნება აკავშირებდა და დაცილების შემდეგ მსახიობი ღრმა დეპრესიაში ჩავარდა. განსაცდელიდან ექიმმა ლუდვიგ კოსმალმა გამოიყვანა. მან დაუბრუნა ქალს სიცოცხლის ხალისი, მომავლის იმედი და განუცხადა, რომ მასთან მყარი ოჯახის შექნას ფიქრობდა.
    “ცხოვრებაში ოჯახი ჩემთვის ყოველთვის მთავარი იყო. პირველ ქმართან შვილები არ მეყოლა. მეორე ქორწინების დროს უკვე ცნობილი მსახიობი ვიყავი, დედობისთვისაც ვემზადებოდი, მაგრამ… ყოველ ფეხმძიმობაზე მეოთხე თვეზე მუცელი მეშლებოდა. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი
    ტრაგედია იყო. ვდარდობდი, ვნერვიულობდი, ექიმებს გულს ვუწყალებდი კითხვით: ვინ მყავდა: გოგო თუ ბიჭი? ექიმები დუმდნენ. ახლა ვხვდები, რომ მინდობდნენ, რადგან ხედავდნენ, რა დღეში ვიყავი“, – უამბობდა მსახიობი ჟურნალისტებს.
    ბასიას დაბადებას განსაკუთრებული შემთხვევა სჭირდებოდა და ერთი ასეთი შემთხვევა დადგა კიდეც მსახიობის ცხოვრებაში. ბარბარა მეუღლესთან ერთად ვარშავაში ავტომობილით ბრუნდებოდა, გზაზე მანქანა ხრამში გადავარდა და წყვილი სასწაულად გადაურჩა სიკვდილს. გადარჩენა შამპანურით აღნიშნეს და რამდენიმე ხანში ქალი მიხვდა, რომ ფეხმძიმედ იყო. ნანატრ ფეხმძიმობას საუკეთესო რეჟისორის ალექსანდ ზახრის ფილმში “ქალაქი და ადამიანები” გადაღება დაემთხვა. დიდ რეჟისორთან მუშაობაზე ბევრი ვარსკვლავი ოცნებობდა და ბარბარა ფეხმძიმობის გამო როლზე უარს ვერ იტყოდა. მიუხედავად იმისა, რომ შვილი ნანატრი იყო. ფეხმძიმობის მეოთხე თვეში ბარბარა, სცენარის მიხედვით, სწრაფმავალი მატარებლიდან უნდა გადმომხტარიყო და… გადმოხტა. სისხლდენით გადაიყვანეს საავადმყოფოში და ქმარს განუცხადეს, რომ ნაყოფს მხოლოდ ძვირად ღირებული პრეპარატებით შეინარჩუნებდნენ. მან შეუძლებელი შეძლო და ცოლისთვის ყველა საჭირო მედიკამენტი იშოვა. ფეხმძიმობის პერიოდში ბარბარა მუდამ განცდებსა და შიშებში იყო და ერთხელად მკითხავს ეწვია. ქმარს სურდა, შვილისთვის საყვარელი ცოლის სახელი დაერქმია, ქალმა რჩევა მკითხავს ჰკითხა.

    "თქვენს ოჯახში ორი ბარბარა ვერ იცხოვრებს. ერთს წასვლა მოუწევს" - განაცხადა მკითხავმა. ნათქვამს წყვილმა დიდი ყურადღება არ მიაქცია. "მეტი საქმე არ გაქვს, მკითხავებთან იარო და რჩევა ჰკითხო? დაივიწყე, მისი ბოდვა არაფერს ნიშნავს" - დაამშვიდა შინ მისული ქალი ქმარმა.

    1973 წლის გაზაფხულზე ბარბარამ ბარბარა გააჩინა. გოგონა ლამაზი და ნიჭიერი იყო. 15 წლისა პირველად გადაიღეს ფილმში "შუაღამის საათი". მას მოდელის კარიერასაც უწინასწარმეტყველებდნენ. ფრანგულმა სააგენტომ მიიწვია და ერთი წლით ბარბარამ თავისი ქალიშვილი პარიზში გაგზავნა. პარიზში ფილმებში გადაღებასაც ასწრებდა "ჩრდილის მოტივი", "მფრინავი ჰოლანდიელი". "ავტოსტოპშიც" უნდა გადაეღოთ, მაგრამ... იმ გზაზე, სადაც მისი მშობლები მანქანით ხრამში გადავარდნენ, ბასია ავტოავარიაში მოყვა. ამ დღეს მატარებლით უნდა ემგზავრა, მაგრამ სიმპათიურმა კოლეგამ ავტომობილით წასვლა შესთავაზა. ბასიას ახალგაზრდა მამაკაცი მოსწონდა და უარი ვერ უთხრა. გოგონა ადგილზე გარდაიცვალა. მკითხავი მართალი აღმოჩნდა.

    შვილის გარდაცვალების ამბავმა მსახიობი ისტერიკაში ჩააგდო. წელიწად-ნახევარი ძლიერმოქმედ პრეპარატებს იღებდა, ფსიქიატრების დახმარება და თერაპია დასჭირდა. განუწყვეტლივ სწერდა წერილებს გარდაცვლილ გოგონას. ესმოდა მისი ხმა. ერთხელ კი საცურაო აუზთან მოჰკრა თვალი. ბავშვობაში, აუზთან ბასიამ თავისი ხელის ანაბეჭდი დატოვა და სწორედ ის ანაბეჭდი გასკდა იმ დღეს, როცა ბარბარამ შვილი "ნახა" აუზთან.

    ახლა ბარბარას გვერდით მისი ვაჟი დუდაა. ის ბასიას დაბადებიდან 9 წლის შემდეგ ეყოლა მსახიობს.

    მკითხავის ახდენილი წინასწარმეტყველება: მიზეზი თუ რატომ გარდაიცვალა ცნობილი მსახიობის ქალიშვილის 20 წლის ასაკში