სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მთელ ქვეყანას შევძრავდი, ფეხით ჩავიდოი, რომ მცოდნოდა..." - მარიტას ოჯახის სასოწრაკვეთილი განცხადება

    "მთელ ქვეყანას შევძრავდი, ფეხით ჩავიდოი, რომ მცოდნოდა..." - მარიტას ოჯახის სასოწრაკვეთილი განცხადება
    10 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სასტიკად მოკლული 27 წლის გოგოს ოჯახი მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს.

    როგორც მარიტა მაზიაშვილის ახლობლები ჰყვებიან, ქალი, რომელიც საკუთარმა ქმარმა ჯერ თოკით გაგუდა, შემდეგ კი ცხედარი ხევში გადამალა, სახლიდან სამი დღის წინ გაუჩინარდა.

    ირკვევა, რომ მაშინ, როდესაც 27 წლის გოგოს, ოჯახი და მეგობრები ყველგან ეძებდნენ, ამ დროს ქმარი მისი ცხედრის მოშორებას ცდილობდა.

    „მთელ ქვეყანას შევძრავდი, ფეხით ჩავიდოდი იქამდე, რომ მცოდნოდა. ქმარმა მოკლა და ხრამში გადააგდოო. 9 წელიწადი გაცილებულები იყვნენ და თუ აღარ უნდოდა, რაღას მოკლა. მამამისი შარშან, 5 დეკემბერს მოკვდა. დედამისი ემიგრაციაშია წასული. სახლი ჰქონდათ, ვალი დაედოთ და გაყიდეს. კონფლიქტზე არაფერი ვიცით. 3 წლის ჰყავდათ ბავშვი, რომ გაშორდნენ“, – ამბობს გარდაცვლილის ნათესავი.