სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მარიტას მკვლელობაში ბრალდებულ ყოფილ მეუღლეს ფსიქიკური პრობლემები აქვს, ფსიქიატრიაშიც მკურნალობდა" - ბრალდებულის ადვოკატი

    "მარიტას მკვლელობაში ბრალდებულ ყოფილ მეუღლეს ფსიქიკური პრობლემები აქვს, ფსიქიატრიაშიც მკურნალობდა" - ბრალდებულის ადვოკატი
    10 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    27 წლის მა­რი­ტა მა­ზი­აშ­ვი­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით მოკ­ლა.ახალ­გაზ­რდა ქა­ლის მკვლე­ლო­ბის­თვის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა და­ა­კა­ვეს მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე 31 წლის ნი­კო­ლოზ ლა­ჩაშ­ვი­ლი.


    ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, პირს, რო­მელ­მაც თბი­ლის­ში ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე ავ­ტო­მო­ბილ­ში თო­კით გა­გუ­და და ხევ­ში გა­და­აგ­დომ ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს.

    მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლი ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ფსი­ქი­ატ­რი­ულ კლი­ნი­კა­შიც იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი და ასე­ვე, სის­ტე­მა­ტუ­რად იღებ­და ექი­მის მიერ და­ნიშ­ნულ წამ­ლებს.

    "ამ ეტაპ­ზე ბრა­ლის აღი­ა­რე­ბა, არ აღი­ა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტარს არ ვა­კე­თებთ. ერ­თა­დერ­თი, რაც შე­მიძ­ლია გი­თხრათ ის არის, რომ მას აქვს ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, ძა­ლი­ან მძი­მე ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს. ფსი­ქი­ატ­რი­ულ კლი­ნი­კა­შიც იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, იქ გა­დი­ო­და მკურ­ნა­ლო­ბას და სის­ტე­მა­ტუ­რად სვამ­და ექი­მის მიერ და­ნიშ­ნულ წამ­ლებს“, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან მარ­სა­გიშ­ვილ­მა.


    ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, მის დაც­ვის ქვეშ მყოფს ბრალს 7 ივ­ნისს წა­რუდ­გე­ნენ.

    ცნო­ბის­თვის, რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, თბი­ლის­ში კაც­მა ყო­ფი­ლი ცოლი მან­ქა­ნა­ში თო­კით გა­გუ­და და მე­ო­რე დღეს ხევ­ში გა­და­აგ­დო.

    სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ.ლ. ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

    და­ნა­შა­უ­ლი 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.