სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ცხედარი ორი დღის განმავლობაში მანქანის საბარგულში ჰქონდა გადამალული...“ - გლდანში მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები

    "ცხედარი ორი დღის განმავლობაში მანქანის საბარგულში ჰქონდა გადამალული...“ - გლდანში მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები
    10 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გლდანში მომხდარი შემზარავი მკვლელობის შედეგად გარდაცვლილი ქალის ახლობლები ჰყვებიან, 27 წლის მოკლული ქალის ძებნაში თავად მკვლელიც აქტიურად მონაწილეობდა.

    ყოფილი მეუღლის სასტიკი მკვლელობისთვის 31 წლის ნიკა ლაჩაშვილია დაკავებული.

    ლაჩაშვილმა ყოფილი ცოლი თოკით გაგუდა, მოკლული ქალის ცხედარი კი ორი დღის განმავლობაში მანქანის საბარგულში ჰქონდა გადამალული, შემდეგ კვალის გადამალვის მიზნით გვამი გლდანის ხევში გადააგდო.

    მოკლული ქალის მეგობრებმა განგაში მას შემდეგ ატეხეს, რაც ის რამდენიმე დღე გაუჩინარებული იყო. პოლიცია დამნაშავის კვალზე მას შემდეგ გავიდა, რაც 27 წლის ქალის დასახიჩრებული ცხედარი ხევში გამვლელებმა შემთხვევით ნახეს.

    ნიკა ლაჩაშვილი სამართალდამცველებმა საკუთარ სახლში დააკავეს. ის ახლა ბრალის წარდგენას ელოდება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ახლგაზრდა კაცს უვადო პატიმრობა ემუქრება