სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ადვოკატი ყოფილი ცოლის მოგუდვაში, შემდეგ კი ხევში გადაგდებაში ბრალდებულის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას მოითხოვს

    ადვოკატი ყოფილი ცოლის მოგუდვაში, შემდეგ კი ხევში გადაგდებაში ბრალდებულის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას მოითხოვს
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    წლის ნი­კო­ლოზ ლა­ჩაშ­ვი­ლის მი­მართ, რო­მელ­საც ყო­ფი­ლი ცო­ლის, 27 წლის მა­რი­ტა მა­ზი­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა ბრალ­დე­ბა, ად­ვო­კა­ტი ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის და­ნიშ­ვნას მო­ი­თხოვს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა ლე­ვან მარ­სა­გიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

    რო­გორც ად­ვო­კა­ტი გან­მარ­ტავს, ნი­კო­ლოზ ლა­ჩაშ­ვი­ლი ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ფსი­ქი­ატ­რი­ულ კლი­ნი­კა­ში იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი და ასე­ვე, სის­ტე­მა­ტუ­რად იღებ­და ექი­მის მიერ და­ნიშ­ნულ წამ­ლებს.

    და­კა­ვე­ბულ მა­მა­კაცს ბრალს ოფი­ცი­ა­ლუ­რად დღეს წა­რუდ­გე­ნენ. სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­სა­მარ­თლო მის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე დღეს­ვე იმ­სჯე­ლებს.

    უცნობია, და­კა­ვე­ბულ ნი­კო­ლოზ ლა­ჩაშ­ვილს სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე რა პო­ზი­ცია ექ­ნე­ბა.

    შეგახსენებთ, რომ გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლის­ში, 31 წლის ნი­კო­ლოზ ლა­ჩაშ­ვილ­მა ყო­ფი­ლი ცოლი, 27 წლის მა­რი­ტა მა­ზი­აშ­ვი­ლი ავ­ტო­მო­ბილ­ში თო­კით გა­გუ­და, მე­ო­რე დღეს კი, ნა­ქი­რა­ვე­ბი მან­ქა­ნით, გლ­და­ნის ხევ­ში გა­და­აგ­დო.

    ნი­კო­ლოზ ლა­ჩაშ­ვი­ლი ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

    და­ნა­შა­უ­ლი 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

    წყარო: ინტერპერტნიუსი