სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: "ზრდასრულებთან ერთად ფორთხვით მოძრაობენ მოზარდები, ეს ეკლესიასთან არაფერ შუაშია" - პეტრე კოლხი ლომისობის მსხვერპლშეწირვაზე

    VIDEO: "ზრდასრულებთან ერთად ფორთხვით მოძრაობენ მოზარდები, ეს ეკლესიასთან არაფერ შუაშია" - პეტრე კოლხი ლომისობის მსხვერპლშეწირვაზე
    10 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა ლო­მი­სო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დეო, რო­მელ­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის აღ­შფო­თე­ბაც კი გა­მო­იწ­ვია. კად­რებ­ში ჩანს, რომ რამ­დე­ნი­მე ახალ­გაზ­რდა, ასე­ვე მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბი მი­წა­ზე წვე­ბი­ან, მათ კი დოლ-გარ­მო­ნის მუ­სი­კის ფონ­ზე ზე­მო­დან ჯვრი­ა­ნი და ხა­ტი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი უვ­ლი­ან.

    დღეს მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სია ლო­მი­სო­ბას აღ­ნიშ­ნავს. ლო­მი­სო­ბა მოძ­რა­ვი დღე­სას­წა­უ­ლია. აღ­დგო­მი­დან მე-7 კვი­რას არაგ­ვი­სა და ქსნის ხე­ო­ბა­ში აღი­ნიშ­ნე­ბა. მისი სა­ხე­ლო­ბის სა­ლო­ცა­ვე­ბი­დან ერთი ქსნი­სა და არაგ­ვის წყალ­გამ­ყოფ ქედ­ზეა, ხოლო მე­ო­რე – სო­ფელ მლე­თა­ში. ამ დღეს მლე­თა­ში მლოც­ვე­ლე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან. ლე­გენ­დის მი­ხედ­ვით, ლო­მი­სა გზო­ვა­ნის წმი­და გი­ორ­გია, რო­მელ­საც ხო­რას­ნი­დან 7 ათა­სი ტყვე და­უხ­სნია და ხა­რის რქებ­ზე დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი დამ­კვიდ­რე­ბუ­ლა მლე­თის მთა­ზე. მას ევედ­რე­ბოდ­ნენ შვი­ლი­ე­რე­ბას, თვა­ლის სი­ნათ­ლეს, მი­წი­სა და სა­ქონ­ლის ნა­ყო­ფი­ე­რე­ბას...

    ლო­მი­სო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი წი­ნაქ­რის­ტი­ა­ნულ პე­რი­ოდს მი­ე­კუთ­ვნე­ბა და ამი­ტო­მაც მიმ­დი­ნა­რე­ობს წარ­მარ­თუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლის ელე­მენ­ტე­ბით. ამ დღეს ერთი ყვე­ლა­ზე მძი­მე რი­ტუ­ა­ლი აღეს­რუ­ლე­ბა - სის­ხლი­ა­ნი მსხვერ­პლშე­წირ­ვა, როცა მთი­უ­ლე­ბი ლო­მი­სას ცხვარ-ძრო­ხას სწი­რა­ვენ.

    ვი­დე­ოს გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ მამა პეტ­რე კოლხს და­ვუ­კავ­შირ­დით. სა­სუ­ლი­ე­რო პირ­მა ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ ვი­დე­ოს ნახ­ვა ბო­ლომ­დე ვერ შეძ­ლო, რად­გან ბოლო დროს ლო­მი­სო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი სა­საკ­ლა­ოდ აქ­ცი­ეს და მას არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო მარ­თმა­დი­დებ­ლო­ბას­თან.

    მამა პეტ­რე:

    - პირ­ველ რიგ­ში, ლო­მი­სო­ბის დღე­სას­წა­ულს მი­ვუ­ლო­ცავ მთელ სა­ქარ­თვე­ლოს. შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია ჩემ­თვის ეს ფაქ­ტი, მსგავ­სი ტი­პის ვი­დეო, რო­მე­ლიც სა­ეკ­ლე­სიო რი­ტუ­ალ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად ვნა­ხე. აქამ­დე არ მი­ნა­ხავს, არც გავ­რცე­ლე­ბუ­ლა და ჩემი კო­მენ­ტა­რი ამ ვი­დე­ოს არ ეხე­ბა. ეს ვი­დეო არის შე­დე­გი იმ დეგ­რა­დი­რე­ბუ­ლი და და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი სუ­ლი­ე­რი მდგო­მა­რე­ო­ბის, რაც ხდე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში.

    ლო­მი­სო­ბის დღე­სას­წა­ულს ამ ბოლო დროს, თით­ქოს არც გა­აჩ­ნია კავ­ში­რი მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბას­თან. სა­საკ­ლა­ოდ აქ­ცი­ეს მთის ტრა­დი­ცი­ე­ბი და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი. ლო­მი­სის წმინ­და გი­ორ­გის ტა­ძარ­თან სის­ხლის მდი­ნა­რე­ე­ბი დგას. ვერ გა­ვი­გეთ, რომ ღმერ­თს არა­ფერ­ში არ სჭირ­დე­ბა და ის არა­სო­დეს და­ა­გე­მოვ­ნებს მო­ხარ­შუ­ლი ცხვრის ხორცს. ტყუ­ი­ლად ნუ ვაბ­რა­ლებთ ღმერ­თს, რომ მას ვწი­რავთ მსხვერ­პლს. ღმერ­თმა სა­კუ­თა­რი თავი კა­ცობ­რი­ო­ბის­თვის თვი­თონ გა­წი­რა, ამა­ზე უფრო დიდი მსხვერ­პლი არ არ­სე­ბობს.

    - ვი­დეო თუ ნა­ხეთ მა­მაო, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა?

    - 2023 წელ­საც ვე­რაფ­რით გა­მო­ვაღ­წი­ეთ ძვე­ლი აღ­თქმი­დან, სიბ­ნე­ლი­დან და ფსკე­რი­დან, ვერ გა­და­ვი­ნაც­ვლეთ ახალ აღ­თქმა­ში. ის რაც ხდე­ბა ლო­მი­სო­ბის გარ­შე­მო, ეს არის ერის უდი­დე­სი ტრა­გე­დია, დეგ­რა­დი­რე­ბა, ჩემ­თვის რაც ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლია, გა­მო­გი­ტყდე­ბით და ამ ვი­დე­ოს ბო­ლომ­დე არ ვუ­ყუ­რე პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად, არც მინ­და ბო­ლომ­დე ვნა­ხო. აქ ზრდას­რულ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად, ფორ­თხვით მოძ­რა­ო­ბენ მო­ზარ­დე­ბი. ამ ბავ­შვე­ბის სუ­ლი­ერ მდგო­მა­რე­ო­ბას, ჩა­ნა­სახ­ში­ვე ამა­ხინ­ჯე­ბენ. უკვე ას­წავ­ლი­ან, რომ ეს მა­ხინ­ჯი წარ­მო­ნაქ­მნი, რო­მელ­საც მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბას­თან სა­ერ­თო არა­ფე­რი გა­აჩ­ნია, თით­ქოს რე­ლი­გი­ის ნა­წი­ლია. ყვე­ლამ ერ­თად უნდა ვთქვათ, ვიყ­ვი­როთ, რომ ეს არ არის რე­ლი­გია. ეს არის და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი სა­ხალ­ხო ტრა­დი­ცია, რი­ტუ­ა­ლი, რო­მელ­საც სა­ეკ­ლე­სიო გა­მოც­დი­ლე­ბას­თან არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო.

    ჩვენ რომ არას­წო­რი სუ­ლი­ე­რი ცხოვ­რე­ბით ვცხოვ­რობთ, ყო­ველ­დღე ერ­თმა­ნეთს არ ვინ­დობთ, და­ნას ვუყ­რით, სი­ცო­ცხლეს ვუს­წრა­ფებთ. თით­ქოს მორ­წმუ­ნე­ე­ბი ვართ და რე­ლი­გი­ას ისე ვირ­გებთ, რო­გორც გვა­წყობს. კი­დევ უფრო დიდი გან­საც­დე­ლე­ბი რომ არ დაგ­ვა­ტყდეს თავს, გონს მო­ვე­გოთ. არა იმი­ტომ, რომ ღმერ­თს ადა­მი­ა­ნე­ბი გან­წი­რუ­ლი ჰყავს და სჯის, არა­მედ ჩვე­ნი არას­წო­რი ცხოვ­რე­ბით, რე­ლი­გი­ის არას­წო­რი მიდ­გო­მე­ბით, თა­ვად ვის­ჯით სა­კუ­თარ თავს. ვი­ღა­ცამ ეს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა თქვას, მაგ­რამ ვინ იტყვის ამას, რო­დე­საც ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ლო­მი­სო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე ხე­ლებს ით­ბობს, მთე­ლი წლის მან­ძილ­ზე შე­იძ­ლე­ბა აგ­რო­ვებ­დეს კი­დეც იქ შე­მო­სულ თან­ხას და ცხვარ­საც. ეს არ არის სუ­ლი­ე­რე­ბა, ეს არის ფსი­ქი­კუ­რად აშ­ლი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა.

    მე იმას კი არ ვამ­ბობ, რომ ლო­მი­სო­ბა არ აღ­ვნიშ­ნოთ, არა­მედ აღ­ვნიშ­ნოთ ეკ­ლე­სი­უ­რად, წირ­ვით, ლოც­ვით, აღ­სა­რე­ბით, სი­ნა­ნუ­ლი­თა და ზი­ა­რე­ბით. არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რომ სის­ხლის მდი­ნა­რე­ე­ბი და­ვა­ყე­ნოთ, მუ­ცე­ლი ამო­ვი­ყო­როთ და მერე ერ­თმა­ნეთს ქვე­ბი და­ვუ­ში­ნოთ. ამა­ზე ყვე­ლა მე­დია უნდა წერ­დეს, აქე­დან იწყე­ბა ადა­მი­ა­ნის სუ­ლი­ე­რი და­ცე­მა. რე­ლი­გი­უ­რი და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ფო­ნის შე­დე­გი არის ადა­მი­ა­ნის და­ცე­მა.