სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „ძალიან სასიამოვნო სანახავი იყო, როცა დედამისს აკოცა...“ - რას ამბობს მარადონას ყოფილი ცოლი კვარაზე

    „ძალიან სასიამოვნო სანახავი იყო, როცა დედამისს აკოცა...“ - რას ამბობს მარადონას ყოფილი ცოლი კვარაზე
    10 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ცნობილი ფეხბურთელის დიეგო მარადონას ყოფილი ცოლი და მისი შვილის, დიეგო მარადონა უმცროსის დედა, კრისტიანა სინაგრა რადიო Amore Campania-ს „ნაპოლის“ საჩემპიონო სეზონსა და თასის აღმართვის ზეიმზე ისაუბრა.

    კრისტიანა სინაგრა ხვიჩა კვარაცხელიას და მისი დედის კადრებმაც მოხიბლა.

    „ბედნიერი და აღფრთოვანებული ვარ „ნაპოლის“ სკუდეტოთი. არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ გუნდის ყველა გამარჯვების დროს, ჩემი ფიქრები დიეგოსკენ მიდიოდა, რომელიც გვასწავლიდა, როგორ უნდა გვეოცნება და ეს ოცნება რეალობად გვექცია.

    როცა მასთან ერთად სკუდეტო პირველად მოვიგეთ, მაშინ მოედანზე ვიყავი. დიდი ემოცია იყო და ამით დიდი წრე დაიხურა. ახლა, აქ რომ ყოფილიყო, შესანიშნავი სანახავი იქნებოდა მისი ზეიმის ნახვა. მართალია, ის ახლა სხვა განზომილებაშია, მაგრამ მაინც მუდამ ჩვენთან იქნება, ჩვენს ოცნებებთან ახლოს.

    მთელი გუნდი მიყვარს, დაწყებული კაპიტნიდან, დამთავრებული გუნდის სტაფის ბოლო წევრამდე. სპალეტი მართლაც განსაკუთრებული ადამიანია, მის წასვლაზე მირჩევნია არაფერი ვთქვა. ზოგჯერ, როცა რამეს იგებ, მაინც წასვლა ჯობია. კვარაცხელია? ძალიან საყვარელი ბიჭია. ძალიან სასიამოვნო სანახავი იყო, როგორ კოცნიდა დედამისს. ასევე ლოზანო, რომელიც თავის ცოლს გადაეხვია და ატირდა. მოკლედ, ამ გუნდმა სკუდეტო დაიმსახურა.

    ვის დავტოვებდი გუნდში? რა თქმა უნდა, კვარაცხელიას. ასევე დი ლორენცოს, ლობოტკას, ოსიმენს და სიმეონეს. კიმიც მინდოდა, მაგრამ ის გუნდში დარჩენას არ აპირებს.

    ცნობისთვის, „ნაპოლიმ“ სკუდეტო 33-წლიანი ლოდონის შემდეგ მოიგო, ბოლოს კი „პარტენოპეიმ“ ჩემპიონობა შორეულ 1990 წელს სწორედ დიეგო მარადონასთან ერთად იზეიმა. იტალიაში 2022/23 წლების სეზონი ოფიციალურად დასრულებულია.