სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ხელოვნური ინტელექტის განვითარებას, შესაძლოა, ბირთვული დონის კატასტროფა მოჰყვეს

    ხელოვნური ინტელექტის განვითარებას, შესაძლოა, ბირთვული დონის კატასტროფა მოჰყვეს
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    2023 წელს ჩატარებულმა გამოკითხვამ დაადგინა, რომ მოსახლეობის 36%-ის აზრით ხელოვნური ინტელექტის განვითარებას, შესაძლოა, ბირთვული დონის კატასტროფა მოჰყვეს. Future of Life Institute-ს გამოქვეყნებულ ღია წერილს ხელი 28000-მა ადამიანმა მოაწერა.

    ხელმომწერ ადამიანებს შორის არიან სტივ ვოზნიაკი, ილონ მასკი და სხვა გამოჩენილი ტექნოლოგები. წერილის მთავარ მოთხოვნას ტექნოლოგიების განვითარებისგან ექვსთვიანი პაუზა ან მორატორიუმი წარმოადგენს.

    პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ხელოვნური ინტელექტი ზედმეტად სწრაფად ვითარდება, რამაც შეიძლება მსოფლიო სავალალო შედეგებამდე მიიყვანოს.

    სავარაუდოა, რომ უახლოეს მომავალში ხელოვნურ ინტელექტს საკუთარი ფუნქციების გაუმჯობესება ადამიანების დამოუკიდებლად შეეძლება, შესაბამისად მეცნიერები ვეღარ შეძლებენ მის მართვას.

    მეცნიერების ნაწილი შიშობს, რომ მომავალში ხელოვნურ ინტელექტს უამრავი გზით შეეძლება მილიონობით ადამიანის მოკვლა როგორც ბირთვული იარაღით, ისე მის მიერ მანიპულირებული ადამიანების შუამავლობით.