ევროპის უხუცესი შიმპანზე, სახელად კოკო, 4 ივნისს 50 წლის გახდა. კოკო 1973 წელს ბრიტანეთში დაიბადა, 2006 წლიდან კი უიფსნეიდის ზოოპარკში ცხოვრობს და ახლა ევროპის ყველაზე ხანდაზმულ შიმპანზედაც ითვლება. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
კოკომდე ევროპის უხუცესი შიმპანზე 58 წლის ასაკში გარდაიცვალა, ახლა კი კოკო ყველაზე ასაკოვანი ცოცხალი შიმპანზეა ევროპაში. ზოგადად, შიმპანზეების სიცოცხლის საშუალო ასაკი 33 წელია. ისტორიაში კი ყველაზე ასაკოვანმა შიმპანზემ 70 წლამდე იცოცხლა.
ზოოპარკის თანამშრომლების შეფასებით, კოკო სრულიად ჯანმრთელია და მზრუნველ გარემოში თავს კარგად გრძნობს. ცოტა ხნის წინ კოკოს მსუბუქი ართრიტი ჰქონდა, ვეტერინარების დახმარებით კი მალევე გამოჯანმრთელდა.
კოკო აქტიურად არის ჩართული რამდენიმე პროექტში, რომელთა მიზანიც შიმპანზეების შესწავლა და მათი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაა. კოკოს გულზე დაკვირვება ექსპერტებს დიდი მაიმუნების გულის დაავადებების გამოკვლევაში დაეხმარა.