სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • მტერი და დასავლეთი მზადაა ყველაფერი გააკეთოს, რომ რუსეთი დედამიწიდან წაშალოს - რას ამბობს მედვედევი

    მტერი და დასავლეთი მზადაა ყველაფერი გააკეთოს, რომ რუსეთი დედამიწიდან წაშალოს - რას ამბობს მედვედევი
    10 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მტერი და დასავლური სამყარო, რომელიც მას მხარს უჭერს, მზადაა ყველაფერი გააკეთოს, რათა ჩვენი ქვეყანა დედამიწის პირიდან წაშალოს, - ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე დიმიტრი მედვედევი წერს.

    „მტერი დიდი ხანია გვპირდება დიდ კონტრშეტევას. და როგორც ჩანს, რაღაც უკვე დაიწყო. გასაკვირი არ არის, რადგან კიევის რეჟიმს არჩევანი არ აქვს. შეტევა უნდა. საჭიროა მიღებული ნადავლისა და იარაღის გამართლება. ბატონების იმედგაცრუება ზელენსკის და კომპანიას შეიძლება, დაუჯდეს არა მხოლოდ პოსტები, არამედ თავად სიცოცხლეც, მაგრამ ამ შემთხვევაში მტერი სწორად უნდა შევაფასოთ. კიევის რეჟიმი იძულებულია ასე მოიქცეს და ამით გაამართლოს დასავლური დახმარებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ამერიკელი აგენტები მათ ფულის ფლანგვაში დაადანაშაულებენ. კიევის რეჟიმს მხოლოდ ერთი გამოსავალი აქვს - ბოლომდე წავიდეს, ათასობით მობილიზებული სასიკვდილოდ გაგზავნოს“, - აღნიშნავს მედვედევი.