სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ერთადერთი, ვისი ვალიც ვერ გაისტუმრა წლების განმავლობაში რუსეთმა არის ხოშტარიების ოჯახი -გიორგი ვოლსკი

    ერთადერთი, ვისი ვალიც ვერ გაისტუმრა წლების განმავლობაში რუსეთმა არის ხოშტარიების ოჯახი -გიორგი  ვოლსკი
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას ოჯახისთვის რუსეთიდან ჩარიცხულ თანხებზე კომენტარი პარლამენტის პირევლმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოსლკიმ გააკეთა.

    „როგორ მოხდა, რომ რუსეთმა ვერავისთან მსოფლიოში ვერანაირი ვალდებულება ვერ შეასრულა, ვერც ომის დაწყებისა და განვითარების ასეთი ბრუტალური სიტუაციის შექმნის, ბირთვული საფრთხეების შექმნის მსოფლიოსათვის, ჩვენთვისაც საფრთხეს წარმოადგენს, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები უკრაინაში, საქართველოში და ერთადერთი, ვისი ვალიც ვერ გაისტუმრა წლების განმავლობაში ეს არის ხოშტარიების ოჯახი“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

    მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან 22 მაისს 2,5 მილიონზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა. საერთო ჯამში კი, 2021 წლიდან, ხოშტარიების ოჯახის მიერ მიღებული თანხა 5 279 000 რუბლია.