სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • მარათონის გზიდან შემთხვევით გადაუხვია და სხვა შეჯიბრი მოიგო - მორბენალის სახალისო ისტორია

    მარათონის გზიდან შემთხვევით გადაუხვია და სხვა შეჯიბრი მოიგო - მორბენალის სახალისო ისტორია
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გუშინ, ბრისტოლში ძალიან სახალისო ფაქტი მოხდა.

    მორბენალმა ომარ აჰმედმა მარათონის გზიდან შეცდომით გადაუხვია და შემთხვევით სხვა შეჯიბრი მოიგო.

    ბრიტანეთში, ბრისტოლის გარბენი ორნაირად იმართება. ერთი გარბენის მანძილია 10 კილომეტრი, მეორესი კი, 22. შემოკლებით ერთს 10K-ს ეძახიან, მეორეს კი, ნახევარ მარათონს.

    ომარ აჰმედი 10 კილომეტრიან გარბენზე ჩაეწერა, მაგრამ სირბილის დროს გზა აერია და 22 კილომეტრიანის ფინიშისკენ აიღო გეზი.

    ომარ აჰმედს ისეთი ტემპი ჰოქნდა აღებული, რომ ნახევარ მარათონის ფინიშზეც პირველი მივიდა.

    მან მანძილი 63 წუთში დაფარა (1:03:08), მაგრამ ორგანიზატორებმა გამარჯვება არ ჩაუთვალეს, რადგან წესები დაარღვია და გამარჯვება სხვას მიაწერეს.