სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რა უნდა გაითვალისწინოს ავტობუსის ზოლში მოძრავმა ტაქსისტებმა ,რათა არ დაჯარიმდნენ

    რა უნდა გაითვალისწინოს ავტობუსის ზოლში მოძრავმა ტაქსისტებმა ,რათა არ დაჯარიმდნენ
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    თბილისის მერი კახა კალაძე A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს მიმართავს, რომელთაც 10 წლამდე ასაკის ავტომობილი ჰყავთ, საავტობუსო ზოლში მოძრაობისთვის გამოიყენონ როგორც მაიდენტიფიცირებელი სტიკერი, ასევე მერიის მიერ გაცემული სპეციალური მანიშნებელი, რათა არ დაჯარიმდნენ.

    საავტობუსო ზოლში მოძრაობის პირობები და წესები თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დღეს კიდევ ერთხელ განმარტა.

    „ჩვენ დავიწყეთ მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება. როგორც იცით, ბოლო გადაწყვეტილებით, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს, რომელსაც ჰყავთ 10 წლამდე ასაკის ავტომობილი, მივეცით საავტობუსო ზოლებში გადაადგილების უფლება. მათ უნდა აიღონ სპეციალური სტიკერი, რომელიც უნდა განათავსონ წინა საქარე მინაზე, ზედა მარჯვენა კუთხეში. ასევე, აუცილებელია სპეციალური ტაქსის მანიშნობელი, რომელიც ჩვენ დავურიგეთ. იყო შემთხვევები, როდესაც საავტობუსე ზოლში ისე გადაადგილდებოდნენ, რომ არ ჰქონდათ ტაქსის მანიშნებელი, ან სტიკერი - ეს იწვევს დაჯარიმებას. მანიშნებელიც და სტიკერიც ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია და გაითვალისწინეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოწერილი იქნება ჯარიმა. ჯარიმების გამოწერა არავის სიამოვნებს, უბრალოდ დავიცვათ წესრიგი და ის რეგულაციები, რომელიც გაწერილია და რომელთან დაკავშირებით, თქვენ სრული ინფორმაცია გაქვთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

    რაც შეეხება სტიკერების გაცემის პროცესს, მერის ინფორმაციით, დღეისთვის გაცემულია 1 600-ზე მეტი სტიკერი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ რაოდენობის ავტომანქანა უკვე დაშვებულია საავტობუსე ზოლში.

    თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ A კატეგორიის ტაქსის იმ მძღოლებისთვის, რომელთა ავტომობილის ასაკი 10 წელს აღემატება, რეგულაცია არ იცვლება - ისინი საავტობუსე ზოლში მხოლოდ მგზავრის აყვანისა და ჩამოსმით უფლებით სარგებლობენ.

    ამასთან, თბილისის მერმა სხდომაზე QR კოდებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამ დროისთვის, 200-ზე მეტი QR კოდია გაცემული, რომლის საშუალებით, მგზავრს შეუძლია ელექტრონულად გადაიხადოს, ხოლო მძღოლს თანხა მომენტალურად აესახება ანგარიშზე.