სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • PHOTO: როგორ ემზადება რუსკა ქარქაშაძე დაქალებთან ერთად ქორწილისთვის - ნახეთ სახალისო კადრები

    PHOTO: როგორ ემზადება რუსკა ქარქაშაძე დაქალებთან ერთად ქორწილისთვის - ნახეთ სახალისო კადრები
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მსახიობი, რუსკა ქარქაშაძე ქორწილისთვის ემზადება. მას მეგობრებმა გოგოების ფართი მოუწყვეს.

    მსახიობი რუსკა ქარქაშაძე რამდენიმე თვის წინ რომში, შეყვარებულთან და მეგობრებთან ერთად გაემგზავრა. წყვილი არაჩვეულებრივი მოგზაურობიდან ძალიან ბევრ კადრს უზიარებდა საზოგადოებას.

    7 აპრილს ვახშამზე რუსკა მეგობრებთან და შეყვარებულთან ერთად დაბადესდღეს აღნიშნავდა, როდესაც რჩეულმა ხელი სთხოვა.

    მსახიობი 20 წლის გახდა.

    რუსკამ რჩეული საერთო მეგობრის დაბადების დღეზე გაიცნო.

    „ჩვენ ძალიან ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს, ასევე ბევრ რამეზე იდენტური შეხედულება. მან თავიდანვე იცოდა ჩემი ცხოვრების სტილის შესახებ. ის ჩემი პირველი გულშემატკივარია და ყველაფერში გვერდში მიდგას.“ - ამბობდა მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში.

    მისივე თქმით, ახლა უკვე საქმრო, ლაშა მოწონელიძე ბიზნესის სფეროშია.

    ერთ-ერთ ინტერვიუში, რუსკამ მათი გაცნობის ისტორიაც გაიხსენა.

    „ერთმანეთი მოულოდნელად გავიცანით, ბევრი საერთო მეგობარი გვყავდა, მაგრამ მანამდე არ შევხვედრივართ. საერთო მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანი. საერთოდ არ მქონდა მოლოდინი, რომ რომში ხელს მთხოვდა“

    გთავაზობთ ფოტოებს რუსკას წინასაქორწინო წვეულებიდან.

    PHOTO: როგორ ემზადება რუსკა ქარქაშაძე დაქალებთან ერთად ქორწილისთვის - ნახეთ სახალისო კადრები