სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ზუგდიდში 5 წლის მოზარდი გარდაიცვალა - არსებობს ბევრი ვარაუდი

    ზუგდიდში 5 წლის მოზარდი გარდაიცვალა - არსებობს ბევრი ვარაუდი
    10 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა. მცირეწლოვანი გურიიდან იყო.

    არსებული ინფორმაციით, ბავშვი საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს.

    მას საათნახევრიანი რეანიმაციული ღონისძიებებს უტარებდნენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

    სიკვდილის ზუსტი მიზეზი უცნობია, მედიკოსები მენინგიტსაც არ გამორიცხავენ.

    ბავშვის გადმოყვანა ზუგდიდის საავადმყოფოში წალენჯიხიდან მოხდა.

    სადაც ის მშობლებთან ერთად, დედის ბაბუის გასვენებაში იმყოფებოდა და გონებაც სწორედ იქ დაკარგა.

    ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბავშვი გურიაში, საქანელიდან გადმოვარდა. ოჯახმა შემოწმებისთვის ექიმთანაც მიიყვანა, თუმცა მალევე გაწერეს.

    ახლობლები, სავარაუდოდ, გარდაცვალებას სწორედ ამ ფაქტს უკავშირებენ, რადგან მათივე თქმით, ბავშვი სრულიად ჯანმრთელი იყო.

    ერთ-ერთი ვერსიით, არ გამორიცხავენ კვებით ინტოქსიკაციასაც.

    ბავშვის ცხედარი გურიაში გადაასვენეს.