ივლისის ბაშოს მესამე დღეს ქართველმა სუმოისტმა, ტოჩინოშინმა იგივე, ლევან გორგაძემ მე-9 მაეგაშირა შიმანოუმი მარტივად დაამარცხა.
სუმოისტები ერთმანეთს მაგრად დაეჯახნენ, ლევანი შეტევაზე გადავიდა, მეტოქეს კისერში ძლიერად მოარტყა, რის გამოც შიმანოუმიმ წონასწორობა დაკარგა და დოჰიოდან გადავარდა.
ლევანს ივლისის ბაშოზე 2 მოგება და 1 წაგება აქვს. შემდეგ შეხვედრაში ტობიძარუს დაუპირისპირდება.
იხილეთ ვიდეო: