სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “მარი რომ დაიკარგა, მატყუებდა, ცოცხალია, რა გატირებსო" - რას ჰყვება მოკლულის და

    “მარი რომ დაიკარგა, მატყუებდა, ცოცხალია, რა გატირებსო" - რას ჰყვება მოკლულის და
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბა" ყო­ფი­ლი ქმრის მიერ მოკ­ლუ­ლი ქა­ლის დის ინ­ტერ­ვი­უს აქ­ვეყ­ნებს. მა­რი­ტა მა­ზი­აშ­ვი­ლის უფ­რო­სი და, მაია მა­ზი­აშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ბრალ­დე­ბუ­ლის მხრი­დან მუდ­მი­ვად იყო მუ­ქა­რე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა მკვლე­ლო­ბის დღეს, რო­გორც მაია მა­ზი­აშ­ვი­ლი აცხა­დებს, მისი სიძე მათ ეუბ­ნე­ო­და, მა­რი­ტა ცო­ცხა­ლი იყო და ტყუ­ი­ლად ტი­როდ­ნენ. გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას და ასე­ვე უარ­ყოფს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ მის ყო­ფილ სი­ძეს ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და.

    "მა­რის არ უნ­დო­და მას­თან შე­რი­გე­ბა და ამის გამო ემუქ­რე­ბო­და. მარი რომ და­ი­კარ­გა, მა­ტყუ­ებ­და, ცო­ცხა­ლია, რა გა­ტი­რებ­სო. მიც­ნობ­და, ისარ­გებ­ლა იმით, რომ აქ არ ვი­ყა­ვი და ეს გა­ა­კე­თა. იცო­და, რისი გამ­კე­თე­ბე­ლიც ვი­ყა­ვი და იცო­და, რა გა­ვუ­კე­თე, როცა 15 წლის და მომ­ტა­ცა და გა­მი­უ­ბე­დუ­რა“.

    ტყუ­ი­ლია რომ ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. კი იწვა, მაგ­რამ იწვა იმი­ტომ, რომ წა­მალს იკე­თებ­და. ამი­ტომ გა­შორ­და ჩემი დაც, რომ ხელს არ ან­ძრევ­და, არ მუ­შა­ობ­და, რომ ცოლ-შვი­ლი გა­მო­ეკ­ვე­ბა და სულ გაშ­ტე­რე­ბუ­ლი და­დი­ო­და. ჩემი გაზ­რდი­ლი იყო ეგეც და ჩემი დაც. ორი­ვე. და­წე­რეთ, ყველ­გან და­წე­რეთ, რომ მკვლე­ლია და უმ­კაც­რე­სად უნდა და­ი­სა­ჯოს" - ამ­ბობს მაია მა­ზი­აშ­ვი­ლი "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თან" სა­უ­ბარ­ში.

    ყო­ფი­ლი ცო­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს, ნი­კო­ლოზ ლა­ჩაშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

    გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლემ, თე­ო­ნა ეპი­ტაშ­ვილ­მა გა­მო­ა­ცხა­და. პრო­კუ­რა­ტუ­რა აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას ითხოვ­და. ამას­თან, დაც­ვის მხა­რემ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე აღ­ნიშ­ნა, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი ფსი­ქი­ატ­რი­ულ კლი­ნი­კა­შიც იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი.

    ცნო­ბის­თვის, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლის­ში, 31 წლის ნი­კო­ლოზ ლა­ჩაშ­ვილ­მა ყო­ფი­ლი ცოლი, 27 წლის მა­რი­ტა მა­ზი­აშ­ვი­ლი ავ­ტო­მო­ბილ­ში თო­კით გა­გუ­და, მე­ო­რე დღეს კი, ნა­ქი­რა­ვე­ბი მან­ქა­ნით, გლ­და­ნის ხევ­ში გა­და­აგ­დო.

    ნი­კო­ლოზ ლა­ჩაშ­ვი­ლი ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლი 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.