სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "სათანადო სიმაღლეზე ვდგავართ და ხვალინდელი დღეც არ იქნება გამონაკლისი" - რა თქვა გეგუჩაძემ მატჩის წინ

    "სათანადო სიმაღლეზე ვდგავართ და ხვალინდელი დღეც არ იქნება გამონაკლისი" - რა თქვა გეგუჩაძემ მატჩის წინ
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ხვალ, 13 ივლისს, ბათუმის "დინამო" ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში ბრატისლავის "სლოვანს" დაუპირისპირდება.

    ისტორიული მატჩის წინ, ბათუმელთა მთავარმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ კომენტარი გააკეთა.

    "ვცდილობთ, რომ სათანადო სიმაღლეზე ვიდგეთ და ხვალინდელი დღეც არ იქნება გამონაკლისი.

    მნიშვნელოვანი თამაშია და მღელვარება თან ახლავს. იმედი მაქვს, თამაშის დაწყებისას ეს მღელვარება გაივლის. ჩვეულებრივად ვემზადებით, ყველა ფეხბურთელი მზადყოფნაშია. მაღალ დონეზე ნათამაშებ ფეხბურთელებს აქვთ ხოლმე წნეხის მომენტი, რამდენად შევძლებთ ამის დაძლევას თამაში გვიჩვენებს.

    მადლობა გუშლემტატკივართა დიდ არმიას. სანამ სლოვაკეთში წავიდოდით, უკვე ვიცოდით, რომ ყველა ბილეთი გაყიდული იყო. ფავოტირი მაინც უხერხული სიტყვაა, ყველაფერი მოედანზე გამოჩნდება", - განაცხადა გეგუჩაძემ.