სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "არ ჩამოვსულვარ, როგორც მტერი" - რა თქვა ვაისმა მატჩის წინ

    "არ ჩამოვსულვარ, როგორც მტერი" - რა თქვა ვაისმა მატჩის წინ
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ხვალ, 13 ივლისს, ბათუმის "დინამო" ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში ბრატისლავის "სლოვანს" დაუპირისპირდება.

    ისტორიული მატჩის წინ, სლოვაკთა მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა.

    "მე აქ არა როგორც მტერი, არამედ როგორც ოპონენტი, ისე ჩამოვედი. ის ფაქტორიცაა, რომ აქ ეროვნული ლიგა მიმდინარეობს, ჩვენთან კი ასე არაა. უბურთოდ უნდა ვიმოძრაოთ ბევრი, ამას დიდი მნიშვნელობა ექნება.

    არ მსიამოვნებს, რომ ბათუმს ვხდებით. სამივეს უცნაური განწყობა გვაქვს, მაგრამ ჩემი გუნდის ინტერესები უნდა დავიცვა.

    ბათუმში ყოველთვის კარგი ატმოსფეროა, მაგრამ გამოცდილი ფეხბურთელები გვყავს და წნეხს გადალახავენ. ბათუმმა წინა თამაშში სწორი და გამართული ფეხბურთი აჩვენა. წინა თამაშში გოლი დაგვაკლდა და ხვალინდელ თამაშში ეს უნდა გამოვასწოროთ.

    ჩაკვეს სჭირდება სათამაშო დრო, რათა ფორმა აღიდგინოს. ბოლო ორი კვირაა ვარჯიშობს. ასე თუ გააგრძელა, მალე ჩადგება ფორმაში", - განცხადა ვვაისმა.