სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "საშინელება ყოფილა... ახლა მესმის იმ ადამიანების, ვისაც ეს გადაუტანია“ - მაიკო კაჭკაჭიშვილი პანიკურ შეტევებზე საუბრობს

    "საშინელება ყოფილა... ახლა მესმის იმ ადამიანების, ვისაც ეს გადაუტანია“ - მაიკო კაჭკაჭიშვილი პანიკურ შეტევებზე საუბრობს
    1 წლის და 7 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    პანიკური შეტევების შესახებ კომპოზიტორი, მაიკო კაჭკაჭიშვილი წერს.

    "პანიკური შეტევა. ესღა მაკლდა. მე ზოგადად, საკუთარ თავზე არ მაქვს შიში, თუ რა მომივა, სიკვდილისაც არ მეშინია. ერთადერთი, ნუ, წვალება არ მინდა რა.

    დანარჩენი, მიღებული და გაცნობიერებული მაქვს, მაგრამ!!! ეს რა საშინელება ყოფილა. ახლა როგორ მესმის იმ ადამიანების, ვისაც ეს გადაუტანია ან გადააქვს... ვაიმე, ხალხნო, გულით გითანაგრძნობთ.
    ეს სიკვდილზე უარესია, არც აქ ხარ, არც იქ, მართლა იმ კაცის არ იყოს “არც აქანა მიმიღონ არც იქანეო”.

    ზუსტად 2 საათი მათრია, მსგავსი არაფერი გამიგია. არადა, მშვიდად ვიყავი და უცებ რომ მოვიდა, სულ ცხვირ-პირი მამტრევინა.

    ღმერთო, ეს მეორედ რომ განმეორდეს, ვერ გავუძლებ. სასწრაფო მყავდა და ექიმმა ყოველი მესამე გამოძახება ამ მიზეზით გვაქვსო. ეს არის წამება, კი 3 წელი მქონდა დეპრესია, ასოციალორობა, უიმედობა, სიცარიელე, მაგრამ ეს? არა, ნუ ეს არ მინდა არანაირად, კიდე რომ მოვიდეს.

    აი, ვემზადები, სასტიკად უნდა ვებრძოლო. თავისას არ გავატანინებ, შანსი არაა. უბრალოდ, არ ვიცოდი რა იყო და მაგიტომ მახოხიალა ასე. “პანიკური შეტევები” მაქვსო, რომ იძახდნენ, ძალიან მეცინებოდა ხოლმე - რაღაც მოდა მეგონა, მაგრამ სიტყვა არ შემარჩინო არა ხომ სამართლიანო ცხოვრებავ, მიბრუნე უკან ყველაფერი, არასწორი რაც გამიკეთებია და მითქვამს. მოკლედ, მართალი რომ გითხრათ, მართლა მაგრად დავიღალე მეგობრებო რა“,
    - წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი.


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ