სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • PHOTO: იტალიელმა დეპუტატმა პარლამენტის დარბაზში შვილი ძუძუთი გამოკვება და კოლეგების აპლოდისმენტებიც დაიმსახურა

    PHOTO: იტალიელმა დეპუტატმა პარლამენტის დარბაზში შვილი ძუძუთი გამოკვება და კოლეგების აპლოდისმენტებიც დაიმსახურა
    1 წლის და 7 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    იტა­ლი­ე­ლი დე­პუ­ტა­ტი, ჯილ­და სპორ­ტი­ე­ლო აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბით და­ა­ჯილ­დო­ვეს, რად­გან ის იტა­ლი­ა­ში პირ­ვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სია, რო­მელ­მაც შვი­ლი პარ­ლა­მენ­ტში ძუ­ძუ­თი გა­მოკ­ვე­ბა.

    36 წლის დე­პუ­ტატ­მა 2 თვის ვაჟი, ფრე­დე­რი­კო, პარ­ლა­მენ­ტის წე­სე­ბის ცვლი­ლე­ბის შემ­დეგ, პირ­ვე­ლად მი­იყ­ვა­ნა სამ­სა­ხურ­ში.

    იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ სხვა ქვეყ­ნებ­ში, პარ­ლა­მენ­ტში მსგავ­სი რამ აქამ­დეც უნა­ხავთ, იტა­ლი­ის­თვის ეს პირ­ვე­ლია.

    "ძა­ლი­ან ბევ­რი ქალი წყვეტს შვი­ლის ძუ­ძუ­თი კვე­ბას ნა­ად­რე­ვად იმი­ტომ, რომ ისი­ნი იძუ­ლე­ბუ­ლი არი­ან სა­მუ­შაო ად­გილ­ზე დაბ­რუნ­დნენ", - ამ­ბობს პო­ლი­ტი­კო­სი.

    ჯილ­დას კო­ლე­გებ­მა ტაში და­უკ­რეს. ჯორ­ჯო მულ­მა, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, გა­ნა­ცხა­და: "ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, როცა ყვე­ლა ერ­თი­ა­ნია. პა­ტა­რა ფე­დე­რი­კოს თა­ვი­სუ­ფალ და მშვიდ ცხოვ­რე­ბას ვუ­სურ­ვებ. ახლა კი ჩუ­მად ვი­ლა­პა­რა­კებთ"


    გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბერ­ში იტა­ლი­ა­ში ქალ დე­პუ­ტა­ტებს პარ­ლა­მენ­ტში ერთ წლამ­დე ასა­კის შვი­ლებ­თან ერ­თად მის­ვლის უფ­ლე­ბა მი­ე­ცათ, რათა ძუ­ძუ­თი გა­მოკ­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დეთ.

    წყა­რო: dailymail

    PHOTO: იტალიელმა დეპუტატმა პარლამენტის დარბაზში შვილი ძუძუთი გამოკვება და კოლეგების აპლოდისმენტებიც დაიმსახურა


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ