სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • პენტაგონი უკრაინისთვის დასახმარებლად 2 მილიარდიან პაკეტს ამზადებს

    პენტაგონი უკრაინისთვის დასახმარებლად 2 მილიარდიან პაკეტს ამზადებს
    11 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    პენტაგონი უკრაინისთვის 2 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს, რომელიც საჰაერო თავდაცვისთვის განკუთვნილ უამრავ რაკეტას მოიცავს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

    გამოცემის ცნობით, მოსალოდნელია, რომ პენტაგონი გრძელვადიან შეთანხმებას 10 ივნისამდე გამოაცხადებს.

    როგორც გამოცემა აღნიშნავს, სამხედრო დახმარებაში შემავალი რაკეტებიდან ერთ-ერთი მათგანია Pac-3 Patriot Advanced Capability Missile, რომელიც წარმოებულია Lockheed Martin Corporation-ის მიერ. კიდევ ერთი არის Guidance Enhanced Missile, ასევე ცნობილი როგორც GEM-T. აღნიშნული რაკეტები ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტების, საკრუიზო რაკეტებისა ან დრონების ჩამოგდებაში ძალიან ეფექტურია.