სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რა ვითარებაა აშშ-ში - ევაკუირებულია ათობით ათასი ადამიანი

    რა ვითარებაა აშშ-ში - ევაკუირებულია ათობით ათასი ადამიანი
    11 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    კანადა თავის ისტორიაში ყველაზე დიდი სტიქიის წინაშე დგას. სეზონური ხანძრები წელს ნაადრევად დაიწყო და ამჯერად არა მხოლოდ დასავლეთ,არამედ ქვეყნის თითქმის ყველა პროვინციას მოედო. 3.8 მილიონი ჰექტარი უკვე გადამწვარია, ევაკუირებულია 20 ათასზე მეტი პირი. ბოლო ინფორმაციით, ახლა, კანადის მასშტაბით, 414 ხანძრის კერაა, რომელთაგანაც ნახევარზე მეტი კონტროლს არ ექვემდებარება. ყველაზე ცუდ მდგომარეობაში კვებეკია.

    სიცხე და სიმშრალე კანადაში ოპტიმისტურ მოლოდინებს არ აჩენს, რადგან მთელი ზაფხული წინაა. ყველაზე მთავარი გამოწვევა კი ჰაერია, რომელიც მასშტაბური ცეცხლით გამოწვეული ხანძრით დაბინძურდა. რესპირატორული დაავადებების მქონე პირებისთვის ეს ახლა დიდი პრობლემაა, იმ ნაწილაკების გამო, რომელიც ატმოსფეროში ხანძრის შედეგად მოხვდა. ბევრს ამ სიტუაციამ კოვიდ 19-ი მოაგონა, მათ შორის, ქვეყნის პრემიერსაც.

    ჰაერი დაბინძურებულია ნიუ-იორკშიც, დღეს იქ თავისუფლების ქანდაკებას ვერ დაინახავდით, ტაიმსკვერიც უჩვეულოდ გამოიყურებოდა - ქალაქი კვამლითაა დაფარული. თუმცა არა მხოლოდ ის - კანადის ხანძრიდან წამოსულმა კვამლმა შტატების აღმოსავლეთ სანაპირო მოიცვა. შედეგად, ამინდის ეროვნულმა სამსახურმა, ჰაერის ხარისხის თვალსაზრისით, განგაშის სიგნალი ჩართო - ადგილობრივ მთავრობებს მკაცრი ზომების მიღება მოუხდათ - სკოლები დაიკეტა, გაუქმდა გარე აქტივობები, ცუდი ხილვადობის გამო გადაიდო ფრენებიც. მოსახლეობას ნიღბების ტარებისა და სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

    ნიუ-იორკის გარდა იგივე სიტუაციაა ვაშინგტონსა და ფილადელფიაში. აშშ ცდილობს მეზობელ კანადას ადგილზევე დაეხმაროს, პროცესში ასობით მეხანძრეა ჩართული, თუმცა, ჯერჯერობით, კანადის მთავრობა დამაიმედებელ პროგნოზებს ვერ აკეთებს.